უეფამ რასისტული ქმედებების გამო რომას წინააღმდეგ საქმე გახსნა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

უეფამ რასისტული ქმედებების გამო რომას წინააღმდეგ საქმე გახსნა


უეფამ რასისტული ქმედებების გამო რომას წინააღმდეგ საქმე გახსნა
უეფას სადისციპლინო კომიტეტმა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურის მატჩის, ლონდონის "ჩელსისა" და "რომას" შორის (3:3), შემდეგ რომაული კლუბის წინააღმდეგ საქმე გახსნა.

როგორც უეფას ოფიციალური ვებ-საიტი იტყობინება, ამის მიზეზი "რომას" გულშემატკივრების რასისტული გამოხტომებია. რომაელი ქომაგები "სტემფორდ ბრიჯზე" რასისტულ სიმღერებს ასრულებდნენ.

რომაელი ფანების რასიზმის ადრესატი "ჩელსის" გერმანელი მცველი ანტონიო რუდიგერი იყო, რომელიც 2015-17 წლებში სწორედ "რომას" ღირსებას იცავდა.

"რომას" ქომაგების რასისტული ქმედებების საკითხს უეფას კომიტეტი 16 ნოემბერს საგანგებო შეკრებაზე განიხილავს.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

ცხრილები