ჰიტცფელდი: "ბაიერნმა რიბერი და რობენი უნდა ჩაანაცვლოს" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ჰიტცფელდი: "ბაიერნმა რიბერი და რობენი უნდა ჩაანაცვლოს"


ჰიტცფელდი:
მიუნხენის "ბაიერნის" ყოფილი მთავარი მწვრთნელი, ოტმარ ჰიტცფელდი, მიიჩნევს, რომ გერმანულმა გრანდმა არიენ რობენი და ფრანკ რიბერი ნელ-ნელა უნდა ჩაანაცვლოს.

"ფრანკ რიბერისა და არიენ რობენს მიუნხენის "ბაიერნის" სტანდარტების დაკმაყოფილება ჯერ კიდევ შეუძლიათ. თუმცა, ნებისმიერ შემთხვევაში, კლუბი ფიქრს იწყებს, როდესაც ასეთი დონის მოთამაშეებს 33-34 წელი უსრულდებათ.

რაც უფრო დიდი ხანი დარჩება "ბაიერნში" რობერის თანდემი, მით უფრო გვიან აღმოაჩენს გუნდი ახალ ტოპ-კლასის მოთამაშეებს, რომლებიც მათ შეცვლიან.

შეუძლებელია მომავლის გუნდის შენების პარალალურად უმაღლეს დონეზე იასპარეზო. თუ "ბაიერნს" ახალი ვარსკვლავების აღმოჩენა სურს, მაშინ ისინი სხვა ვარსკვლავებისგან უნდა დაიცვას.

ასეთ სიტუაციაში ახალგაზრდა მოთამაშეს საკუთარი პოტენციალის სრულიად გამოვლენა გაუჭირდება", - განაცხადა ჰიტცფელდმა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

ცხრილები