Marca: წლის საუკეთესო ფეხბურთელად რონალდუ დასახელდება » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Marca: წლის საუკეთესო ფეხბურთელად რონალდუ დასახელდება


Marca: წლის საუკეთესო ფეხბურთელად რონალდუ დასახელდება
ფიფას ვერსიით წლის საუკეთესო ფეხბურთელად "რეალის" თავდამსხმელი, კრიშტიანუ რონალდუ დასახელდება, იუწყება გავლენიანი ესპანური გამოცემა Marca.

დაჯილდოების ცერემონია 23 ოქტომბერს, ლონდონში გაიმართება. გამარჯვებული ნაკრებების მთავარი მწვრთნელებისა და კაპიტნების, ჟურნალისტებისა და გულშემატკივრების გამოკითხვის შედეგად გამოვლინდება.

გარდა პორტუგალიელი სუპერვარსკვლავისა, აღნიშნული ჯილდოს დასაკუთრებისთვის "ბარსელონას" თავდამსხმელი, ლიონელ მესი და "პსჟ"-ს ფორვარდი, ნეიმარიც იბრძვიან.

ესპანური გამოცემის თანახმად, საუკეთესო მწვრთნელი "რეალის" თავკაცი, ზინედინ ზიდანი გახდება, რომელსაც კონკურენციას მასიმილიანო ალეგრი ("იუვენტუსი") და ანტონიო კონტე ("ჩელსი") უწევენ.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

ცხრილები