კონფლიქტი ჩელსიში? - კონტემ საინტერესო განცხადება გააკეთა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

კონფლიქტი ჩელსიში? - კონტემ საინტერესო განცხადება გააკეთა


კონფლიქტი ჩელსიში? - კონტემ საინტერესო განცხადება გააკეთა
"ჩელსის" მთავარმა მწვრთნელმა, ანტონიო კონტემ უარყო გავრცელებული ჭორები იმის შესახებ, რომ გუნდში კონფლიქტს აქვს ადგილი.

იტალიელმა სპეციალისტმა ისიც დაამატა, რომ გადატვირთული გრაფიკის გამო, ლონდონელებს ძალების აღსადგენად ძალიან მცირე დრო აქვთ.

"კონფლიქტი გასახდელში? ამის შესახებ არაფერი ვიცი", - ციტირებს კონტეს სიტყვებს Football Italia.

"როცა ყოველ სამ დღეში თამაშობ, ტაქტიკისთვის და ძალების აღდგენისთვის დრო აღარ გრჩება".

შეგახსენებთ, "ჩელსის" ზედიზედ სამი შეხვედრაა არ მოუგია. ლონდონელები პრემიერ ლიგაში 13 ქულით მეხუთე ადგილს იკავებენ.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

ცხრილები