ლესტერი შეიძლება პიუელმა ჩაიბაროს » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ლესტერი შეიძლება პიუელმა ჩაიბაროს


ლესტერი შეიძლება პიუელმა ჩაიბაროს
არ არის გამორიცხული, "ლესტერ სიტის" "საუთჰემპტონის" ყოფილი მწვრთნელი, კლოდ პიუელი ჩაუდგეს სათავეში, იტყობინება Telegraph.

მოგეხსენებათ, კრეიგ შექსპირის გათავისუფლების შემდეგ, "მელიები" ახალი თავკაცის ძიებაში არიან.

რაც შეეხება 56 წლის ფრანგ სპეციალისტს - პიუელი "წმინდანების" მწვრთნელის თანამდებობიდან ივნისის თვეში გაათავისუფლეს, მიუხედავად იმისა, რომ გუნდში გატარებულ პირველივე სეზონში თავისი შეგირდები ლიგის თასის ფინალში გაიყვანა და პრემიერ ლიგის სატურნირო ცხრილში მე-8 ადგილზე გაიყვანა.

აქამდე არსებული ინფორმაციით, "ლესტერის" ფეხბურთელები შექსპირის გათავისუფლებით უკმაყოფილონი არიან.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

ცხრილები