რეალმა უნიჭიერესი ბრაზილიელი ნახევარმცველის ტრანსფერი შეათანხმა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

რეალმა უნიჭიერესი ბრაზილიელი ნახევარმცველის ტრანსფერი შეათანხმა


რეალმა უნიჭიერესი ბრაზილიელი ნახევარმცველის ტრანსფერი შეათანხმა
"პალმეირასის" ნახევარმცველი, ალან დე სოუზა მადრიდის "რეალში" ითამაშებს.

ალან დე სოუზა - შემტევი ნახევარმცველი, რომელიც ამ ეტაპზე მსოფლიოს 17-წლამდელთა ჩემპიონატზე ბრაზილიის ნაკრების განკარგულებაშია.

გავლენიანი ესპანური გამოცემა AS იტყობინება, რომ, მას შემდეგ, რაც ახალგაზრდა ფეხბურთელი სრულწლოვანი გახდება (მარტში), "რეალში" ჩაირიცხება.

მადრიდულმა გრანდმა "პალმეირასთან" შეთანხმებას უკვე მიაღწია.

აღინიშნება, რომ დე სოუზა ესპანურ კარიერას "რეალ მადრიდ კასტილიაში" ასპარეზობით დაიწყებს.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

ცხრილები