კარლოსი: "მხოლოდ რეალია უმაღლესი დონის, სხვა გუნდები? ისინი უბრალოდ მოგებას ცდილობენ" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

კარლოსი: "მხოლოდ რეალია უმაღლესი დონის, სხვა გუნდები? ისინი უბრალოდ მოგებას ცდილობენ"


კარლოსი:
რობერტო კარლოსმა მადრიდის "რეალის" ჩემპიონთა ლიგის მომავალ სეზონებზე კომენტარი გააკეთა.

"სამეფო კლუბს" ზედიზედ 2-ჯერ აქვს მოპოვებული ტურინირი, თუმცა ბრაზილიელი ვარაუდობს, რომ ზიდანს შეუძლია ზედიზედ კიდევ 3 მოიგოს.

"ეს არის გუნდი, რომელსაც შეუძლია ჩემპიონთა ლიგა ზედიზედ 5-ჯერაც მოიგოს.

ზიდანის გუნდი საკმაოდ მაღალ დონეზე თამაშობს და დღესდღეობით არ არის გუნდი, რომელიც მსგავს დონეზე ასპარეზობს.

"რეალს" ჰყავს კარგად გაწვრთნილი შემადგენობა, რომელმაც კარგად იცის, თუ როგორ უნდა მოგება. სხვებს? მათ ჰყავთ შემადგენლობა, რომლებიც უბრალოდ ცდილობენ გამარჯვებას", - ამბობს კარლოსი.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები