ბარსელონაში ხელფასების რაოდენობამ არანორმალურ თანხას მიაღწია » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ბარსელონაში ხელფასების რაოდენობამ არანორმალურ თანხას მიაღწია


ბარსელონაში ხელფასების რაოდენობამ არანორმალურ თანხას მიაღწია
"ბარსელონას" ფანები ნეიმარის ტრანსფერისგან მიღებული თანხით ზაფხულში მეგა ტრანსფერებს ელოდნენ, თუმცა ისინი ხოსე მარია ბართომეუმ პირში ჩალაგამოვლებული დატოვა.

იმის მაგივრად, რომ კლუბს ბიუჯეტიდან ტრანსფერებისკენ მიემართა თანხები, პირიქით მოხდა. "ბარსელონა" ზაფხულში სატრანსფერო ბაზარზე ფინანსურად პლიუსში დარჩა. მსგავსი რამ იშვიათად ხდება.

ცხადია, რომ კლუბს თანხები გაუჩნდა და ეს თანხები სადმე უნდა ყოფილიყო მიმართული.

ბართომეუმ გამოსავალი მოძებნა და ხელფასები გაზარდა.

2016-2017 წლების სეზონში კლუბში მომუშავე პერსონალის და მოთამაშეების საერთო ხელფასი 432 მილიონი ევრო იყო, 2017-2018 წლების სეზონში კი ამ თანხამ 588 მილიონ ევროს მიაღწია.

როგორც ხედავთ, "ბარსელონაში" ხელფასები, 1 წლის განმავლობაში 156 მილიონი ევროთი გაიზარდა.

სტატისტიკა - ბარსელონაში ხელფასები

2018 - 588 მილიონი ევრო

2017 - 432 მილიონი ევრო

2016 - 435 მილიონი ევრო

2015 - 419 მილიონი ევრო

2014 - 319 მილიონი ევრო

2013 - 305 მილიონი ევრო

2012 - 298 მილიონი ევრო

2011 - 301 მილიონი ევრო

2010 - 306 მილიონი ევრო

ბოლო 7 წელში, "ბარსელონაში" ხელფასები თითქმის გაორმაგდა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

ცხრილები