კონტე გრაფიკით უკმაყოფილოა: "70%-ით ნაკლებ ვარჯიშებს ვატარებთ" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

კონტე გრაფიკით უკმაყოფილოა: "70%-ით ნაკლებ ვარჯიშებს ვატარებთ"


კონტე გრაფიკით უკმაყოფილოა:
ლონდონის "ჩელის" მთავარი მწვრთნელი ევროპული ფეხბურთის გრაფიკით უკმაყოფილოა.

გახსოვთ, ალბათ, რომ გასულ სეზონში "არისტოკრატები" ლიგაზე არ იყვნენ და მთელი ძალები პრემიერ ლიგაზე ჰქონდათ მიმართული, ახლა კი ერთდროულად 2 ფრონტზე უხდებათ ბრძოლა.

შესაბამისად, კონტეს კვირაში 2 მატჩის ჩატარება უხდება შეხვედრის შემდეგაც ფეხბურთელებს 2 დასვენების დღეს სჭირდებათ, რადგან კვირაში 2 მატჩია.

"ვერ გეტყვით, რა იწვევს გუნდში ასეთი დონით ტრავმიანობას. ზუსტად იმავე მეთოდით ვავარჯიშებ გუნდს, როგორი მეთოდითაც გასულ სეზონში ვვარჯიშობდით.

უნდა ითქვას, რომ წელს ვარჯიშების რაოდენობა დაახლოებით 70%-ით შემცირდა, რადგან ახლა უკვე ყოველ 3 დღეში ერთხელ გვიხდება შეხვედრის ჩატარება.

ყველა თამაშში ერთი და იმავე შემადგენლობით თამაში შეუძლებელია", - განაცხადა კონტემ და იგულისხმა, რომ მოთამაშეები იღლებიან.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

ცხრილები