კონტემ მოურინიო გააკრიტიკა: "თავის საქმეს მიხედოს" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

კონტემ მოურინიო გააკრიტიკა: "თავის საქმეს მიხედოს"


კონტემ მოურინიო გააკრიტიკა:
ჟოზე მოურინიომ ანტონიო კონტეს პრესკონფერენციას ტირილი უწოდა.

იტალიელი ბოლო პერიოდში ტრავმიანობის გამო ხშირად ჩიოდა, რაც პორტუგალიელმა ტირილად შეაფასა: "მე არასდროს ვტირი ტრავმების გამო და არ ვიწყებ წუწუნს იმის შესახებ, რომ ესა თუ ის მოთამაშე მაკლია."

კონტემ მოურინიოს უპასუხა: "ყველა მწვრთნელმა თავის გუნდზე, თავის ფეხბურთელებზე და თავის საქმეზე უნდა ისაუბროს და არა სხვა კლუბის თემებზე.

ვფიქრობ, რომ ყველა მწვრთნელი თავის სიტუაციაზე უნდა იყოს კონცენტრირებული. ეს საუკეთესო გზაა", - განაცხადა კონტემ.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

ცხრილები