ბლატერმა პუტინის მიწვევა მიიღო » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ბლატერმა პუტინის მიწვევა მიიღო


ბლატერმა პუტინის მიწვევა მიიღო
FIFA-ს ყოფილმა პრეზიდენტმა ზეფ ბლატერმა რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის მიწვევა მიიღო.

65 წლის რუსმა ყოფილი პრეზიდენტი 2018 წლის მუნდიალზე მიიწვია, სადაც ის შეხვედრებს VIP ლოჟიდან ადევნებს თვალს.

შეგახსენებთ, რომ ბლატერი FIFA-ს 17 წლის განმავლობაში მართავდა, რის შემდეგაც ფინანსურ სკანდალში გაეხვა და პოსტი დატოვა.

ასევე, პოსტის დატოვება UEFA-ს პრეზიდენტს, მიშელ პლატინისაც მოუწია.

სწორედ ბლატერის პრეზიდენტობის დროს მიიღეს რუსეთმა და ყატარმა მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობის უფლება.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

ცხრილები