ჰარი კეინმა თავის მომავალზე ისაუბრა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ჰარი კეინმა თავის მომავალზე ისაუბრა


ჰარი კეინმა თავის მომავალზე ისაუბრა
"ტოტენჰემის" ინგლისელმა თავდამსხმელმა ჰარი კეინმა, რომელიც წელს საოცარ ფორმაშია, თავის მომავალზე კიდევ ერთი განცხადება გააკეთა.

"ერთ კლუბში დარჩენას ნამდვილად არ ვაპირებ, თუმცა ამ მომენტში ტოტენჰემში ბედნიერი ვარ და ჩემს მომავალზე მხოლოდ იმას გეტყვით, რომ ჯერ გუნდის დატოვებას არ ვაპირებ.

სტადიონი, ბაზა და სავარჯიშო პირობები ტოტენჰემს საოცარი აქვს და აქ თავს კომფორტულად ვგრძნობ", - აცხადებს კეინი.

ყველა ტურნირზე, კეინს მიმდინარე სეზონში უკვე 11 გოლი აქვს გატანილი - პრემიერ ლიგაში 6, ჩემპიონთა ლიგაზე კი 5.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

ცხრილები