10-იანის გამგრძელებელი, დამწუხრებული ფერგიუსონი და ტკივილები - კაკას ისტორია » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

10-იანის გამგრძელებელი, დამწუხრებული ფერგიუსონი და ტკივილები - კაკას ისტორია


10-იანის გამგრძელებელი, დამწუხრებული ფერგიუსონი და ტკივილები - კაკას ისტორია
კაკა ამერიკის ჩემპიონატს ემშვიდობება და კარიერის დასრულებისკენ დგამს ნაბიჯს.

"ფეხბურთისგან სიამოვნებას ვეღარ ვიღებ, რადგან ყოველი მატჩის შემდეგ ტკივილს ვგრძნობ", - გამოტყდა ის ცოტა ხნის წინ. გავიხსენოთ დრო, როდესაც ბრაზილიელის თამაშისგან მთელი სამყარო იყო აღტაცებული.

ფეხბურთის გულშემატკივრებისთვის კაკა ყოველთვის ის კეთილი გამომეტყველების მქონე ბიჭი იქნება, რომელიც 2003 წელს "მილანელოზე" გადმობარდგა. იმ დროს მოდის დედაქალაქში ნამდვილი ტრიუმფის სურნელი ტრიალებდა.

"როსონერიმ" ფანტასტიური სეზონი ჩაატარა, 9 წლის შემდეგ, კარლო ანჩელოტიმ "მილანს" ჩემპიონთა ლიგის თასი დაუბრუნა. თვითონ გუნდში ნამდვილი ვარვსკვლავთცვენა იყო, მალდინი, შევჩენკო, ნესტა, პირლო, გატუზო, ზეედორფი, ინძაგი, რუი კოშტა, კაფუ. სწორედ ამ ლეგენდებს შემოუერთდა "სან-პაულუს" ახალგაზრდა ნახევარმცველი, რომელზეც იმ დროს "იუვენტუსი", "ინტერი" და "ჩელსიც" ნადირობდნენ.

10-იანის გამგრძელებელი, დამწუხრებული ფერგიუსონი და ტკივილები - კაკას ისტორია

კაკა არ დგამდა რონალდინიოსნაირად სპექტაკლებს, თუმცა როდესაც ის ბურთს იღებდა მოედანზე სასწაული ხდებოდა.

"რიკიმ კლასიკური ბრაზილიელი ფეხბურთელის შესახებ წარმოდგენა შეგვიცვალა. არა ღარიბი ბიჭი ფაველადან, არამედ თეთრკანიანი და შეძლებული. ფეხბურთის აირტონ სენა და სოკრატესივით ელეგანტური", - ესე აღწერა კაკა იტალიელმა ჟურნალისტმა დარვინ პასტორიმ.

იმ დროს იტალიაში კლასიკური "ათიანების" დეფიციტი იყო. ჯანი რივერას მემკვიდრეებმა უკან დახეული ფორვარდის პოზიციაზე გადაინაცვლეს (დელ პიერო, ტოტი) და ამიტომ ყველა იმედი სწორედ ანჩელოტის "მილანზე" იყო.

თავდაპირველად კარლო კაკასა და რუი კოშტას ერთად ათამაშებდა, თუმცა შემდეგ იტალიელი სპეციალისტი მიხვდა, რომ ბრაზილიელს უფრო მეტი თავისუფლება სჭირდებოდა და შეტევის მთავარ დირიჟორად დანიშნა ის.

10-იანის გამგრძელებელი, დამწუხრებული ფერგიუსონი და ტკივილები - კაკას ისტორია

კაკასთვის ზუსტი პასის მიცემა იმ დროს, როდესაც ის სიჩქარეს კრიფავდა გოლის წინაპირობა იყო. "მილანმა" მსგავსი მეთოდით მოიგო ტრიუმფალური 2007 წლის ჩემპიონთა ლიგის რამდენიმე მნიშვნელოვანი მატჩი.

ყველას ახსოვს უმძიმესი ბრძოლა "სელტიკთან", რომლის ბედი სწორედ ბრაზილიელმა გადაწყვიტა. რა თქმა უნდა გვერდს ვერ ავუვლით "მანჩესტერ იუნაიტედთან" დაპირისპირებას.

ფერგიუსონის ბიჭებმა მიწასთან გაასწორეს "რომა" (7:1) და შემდეგი მსხვერპლი თითქოს "როსონერი" უნდა ყოფილიყო, მაგრამ კაკამ "ოლდ ტრაფორდზე" ნამდვილი ფეერია მოაწყო. თავდაპირველად მან ზეედორფის პასის შემდეგ ეფექტური დარტყმით დალაშქრა ვან დერ საარის კარი, შემდეგ კი ფლეჩერი, ჰაინცე და ევრა მაღაზიაში საყიდლებზე გაუშვა.

მართალია ის მატჩი "მილანმა" წააგო, (2:3) თუმცა ეჭვი არავის ეპარებოდა, იმაში, რომ განმეორებითი შეხვედრის შემდეგ, ლიგაზე ერთი ინგლისური გუნდით ნაკლები დარჩებოდა. მიშელ პლატინიმ კაკას გოლს ფეხბურთის საუკეთესო რეკლამა უწოდა.



"მანჩესტერ იუნაიტედის" წინააღმდეგ განმეორებითი შეხვედრა შეგვიძლია მივიჩნიოთ კარლო ანჩელოტის "მილანის" განვითარების უმაღლესი საფეხური. "როსონერი" ტოტალურად აღემატებოდა მეტოქეს. ფეხბურთის გულშემატკივრებმა 1994 წლის ლიგის ფინალი გაიხსენეს, რომელშიც იტალიურმა კლუბმა გადაუარა იოჰან კრუიფის სახელოვან "ბარსელონას".

"მანჩესტერთან" თითქმის იგივე მოხდა, ტრიუმფის მთავარი შემმოქმედი კი ისევ და ისევ კაკა იყო. იმ ღამეს "სან-სიროზე" ნამდვილი ზეიმი მიმდინარეობდა, მოგვიანებით სერ ალექს ფერგიუსონი აღნიშნავს, რომ მილანი ბრწყინვალე იყო.

ამის შემდეგ იყო ფინალი "ლივერპულთან". კაკამ ჯარიმა გამოიმუშავა, რომელიც ინძაგის გოლით დასრულდა, მეორე გოლის თანაავტორიც ბრაზილიელი გამოდგა. პიპოს დუბლი საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ "მილანს" ნაწილობრივ მაინც აეღო "წითლებისთვის" რევანში. ლიგის თასი კვლავ მოდის დედაქალაქს დაუბრუნდა, კაკამ კი წლის ბოლოს ოქროს ბურთი აიღო, დამსახურებულად და კანონზომიერად.

10-იანის გამგრძელებელი, დამწუხრებული ფერგიუსონი და ტკივილები - კაკას ისტორია

შეეძლო მას მეტის მიღწევა? ეს კითხვა მარადიულია და ყველა ვარვსკვლავს ეხება, როდესაც ის კარიერას ასრულებს. კაკას შემთხვევაში დასასრულის დასაწყისი "მილანიდან" წასვლა იყო. ფეხბურთის გულშემატკივრებში დღემდე ტრიალებს თეორია იმის შესახებ, რომ რიკი არა "რეალში" არამედ "მანჩესტერ სიტიში უნდა გადასულიყო. ამ შემთხვევაში მისი კარიერა სხვანაირად წარიმართებოდა.

კაკამ მადრიდში მალევე დაკარგა სისწრაფე და დროთა განმავლობაში თავის მთავარი კოზირი, ბურთის იდეალურად ფლობა. "რეალში" არავის აძლევენ დროს ადაპტირებისთვის და არც მეორე შანსით ანებივრებენ მოთამაშეებს, შესაბამისად რიკის ესპანური და იტალიური კარიერა ორი სხვადასხვა უკიდურესობა აღმოჩნდა.

10-იანის გამგრძელებელი, დამწუხრებული ფერგიუსონი და ტკივილები - კაკას ისტორია

როდესაც ანდრეი შევჩენკო "მილანს" ტოვებდა მან განაცხადა, რომ "სან-სიროზე" მის გზას კაკა გააგრძელებდა. ვერავინ წარმოიდგენდა, რომ 3 წელიწადში მსგავს ხაფანგში ბრაზილიელი ბიჭუნაც გაებმეოდა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები