"მას დაურეკეს და სამწუხარო ამბავი უთხრეს, რამაც მისი კარიერა დაანგრია", - ადრიანოს ისტორია » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

"მას დაურეკეს და სამწუხარო ამბავი უთხრეს, რამაც მისი კარიერა დაანგრია", - ადრიანოს ისტორია


ღამის 3 საათი, საძინებელი. ბნელ ოთახში მხოლოდ ქუჩაში მიმავალი მანქანების შუქი შემოდის ფანჯრიდან. ხეების ჩრდილი უცნაურ სილუეტებად კედლებზე მოსჩანს. ამ წყვდიადში წევს უძილობით დატანჯული ადამიანი, რომელიც ჭერს არის მისშტერებული.

მძიმე ფიქრები ყოველთვის ღამის საათებში მოდის, შემდეგ ტვირთად აწვებიან გონებას და ნორმალურ ცხოვრებას ხელს უშლიან. შიშის ძირითადი საფუძვლები სიკვდილი და ახლობლების დაკარგვაა.

ზოგი ივიწყებს ამ კოშმარს და დროთა განმავლობაში ჩვეულ ყოველდღეიურობას უბრუნდება, თუმცა არიან ისეთებიც, რომლებიც სულიერ ტანჯვას ვერ უმკლავდებიან. ადრიანო სწორედ ის ადამიანია, რომელიც სამუდამოდ ჩარჩა იმ ბნელ ოთახში.

"მას დაურეკეს და სამწუხარო ამბავი უთხრეს, რამაც მისი კარიერა დაანგრია", - ადრიანოს ისტორია

1999-ში 17-წლის ბრაზილიელმა ტარანმა მსოფლო ჩემპიონატი მოიგო თანამემამულე იუნიორბთან ერთად. დაკვირვებულმა იტალიელმა სკაუტებმა ის ოპერატიულად შენიშნეს და ევროპაში დაუძახეს.

პერსპექტიული ფორვარდი "ინტერმა" გაიფორმა და კალჩოსთან ადაპტირებისთვის ჯერ "ფიორენტინაში" შემდეგ კი "პარმაში" გაუშვა. საცხოვრებელი ადგილის სისტემატური ცვლის გამო ადრიანოში მშობლიური კუთხეებისადმი მონატრება ნელ-ნელა იღვიძებდა.

"მას დაურეკეს და სამწუხარო ამბავი უთხრეს, რამაც მისი კარიერა დაანგრია", - ადრიანოს ისტორია

ადრი კრუზეიროს ფაველაში დაიბადა და გაიზარდა, ქალაქის ერთ-ერთ ყველაზე სახიფათო რაიონში. მისი მეგობრები ჩეულებრივი ბიჭები არიან გაჭირვებული ოჯახებიდან რომელთა ინტერესი არის ფეხბურთი, ალკოჰოლი, მანქანები და ჩხუბი.

ესეთი ხალხი ორმაგად არიან მოწყურებული ფუფუნებაში ცხოვრებას და გაბრუებულ გონებაში ყოველ ნაბიჯს გეგმავენ თუ რას გააკეთებენ ფულის შოვნის შემთხვევაში.

სამწუხაროდ უმეტესობა მათგანი მშობლიურ ადგილებში სამუდამოდ რჩებიან, თავს კი ვაჭრობითა და ყაჩაღობით ირჩენენ ისე, რომ უდარდელ ცხოვრებაზე ფიქრს მხოლოდ ოცნებაში თუ ახერხებენ. ადრიანო ადრეულ ასაკშივე მოშორდა ამ ყველაფერს, თუმცა დროთა განმავლობაში ბრაზილიური ცხოვრების რეალიები ბუმერანგივით დაუბრუნდა მას.

ბრაზილიელს ძალიან უყვარდა თავის მამა, ის მისი პირველი მწვრთნელი იყო. ალმირმა (ადრიანოს მამის სახელი) შვილის ფეხბურთელად ჩამოყალიბებაში უმნიშვნელოვანესი როლი შეიტანა.

სწორედ მისი დამსახურებით ჰქონდა ადრის ყუმბარისებული ზუსტი დარტყმა მარცხენათი და შესაშური ფიზიკური ფორმა. შვილის წასვლის შემდეგ მამამაც მოიწყინა და ყურადღების გადასატანად მან საფეხბურთო სკოლა გახსნა, რომელშიც ვარჯიშობდნენ გაჭირვებული ბავშვები ფაველადან.

"მას დაურეკეს და სამწუხარო ამბავი უთხრეს, რამაც მისი კარიერა დაანგრია", - ადრიანოს ისტორია

ადრიანომ იტალიური კარიერა ბრწყინვალედ დაიწყო. "პარმაში" გატარებულ 44 შეხვედრაში მან 26 გოლი გაიტანა და საბოლოოდ დაარწმუნა "ინტერის" ხელმძღვანელობა, რომ გუნდში სასწრაფოდ დასაბრუნებელი იყო. ბრაზილიელი "ნერიაძურის" ზამთარში შეუერთდა და ჩემპიონატის დარჩენილ 16 მატჩში 9 ბურთის შეგდება მოახერხა.

შემდეგ იყო კოპა ამერიკაზე ბრწყინვალე თამაში, ტურნირის ოქროს ბუცი და რონალდოსთან გავლებული პარალელები (კიჭასავით ბრაზილიელი ცხრიანი და ისიც ინტერიდან). ერთი სიტყვით ყველაფერი იდეალურად იყო იქამდე, სანამ სამშობლოდან არ დარეკეს და ტრაგიკული ამბავი არ აცნეს ადრის.

"მას დაურეკეს და სამწუხარო ამბავი უთხრეს, რამაც მისი კარიერა დაანგრია", - ადრიანოს ისტორია

"მას უთხრეს, რომ მამა გარდაიცვალა. ესეთი ამბავი ადამიანს სამუდამოდ ცვლის. მე ვნახე თუ როგორ ტიროდა ის. ადრიანომ მოისროლა ტელეფონი და დაიღრიალა, რომ ეს შეუძლებელია.

მე, მორატიმ და მთლიანმა გუნდმა გადავწყვიტეთ, რომ უმცროსი ძმასავით მოვუვლიდით მას,"
- წერს ხავიერ ძანეტი თავის ავტობიოგრაფიაში.

"მას დაურეკეს და სამწუხარო ამბავი უთხრეს, რამაც მისი კარიერა დაანგრია", - ადრიანოს ისტორია

ალმირი 44 წლის იყო, როდესაც გულის შეტევისგან გარდაიცვალა. შვილი ვერ შეესწრო მისი ცხოვრების უკანასკნელ პერიოდს, თუმცა ყოველ გატანილ გოლს ზეცაში აწეული ხელებით მას უძღვნიდა. ამის შემდეგ დაიწყო დაღმასვლა, ადრიანომ თავისი პოტენციალის ნახევარის რეალიზებაც კი ვერ მოახერხა. თამაშის ხარისხი დაეცა, ამას დაემატა ზედმეტი წონა, ორი წლის შემდეგ კი ბრაზილიელი გამოტყდა, რომ სასმელს ეტანებოდა.

"მამის გარდაცვალების შემდეგ დეპრესიაში ჩავვარდი, რომელსაც მხოლოდ სასმელის დახმარებით ვუმკლავდებოდი. თავს ბედნიერად მხოლოდ მთვრალ მდგომარეობაში ვგრძნობდი, ამიტომ ალკოჰოლს დიდი რაოდენობით ვიღებდი. მე ვსვამდი ყველაფერს, ვისკი, ღვინო, ლუდი.

ზოგჯერ ვარჯიშზეც კი ნასვამი მოვდიოდი. ბაზაზე დილით დროულად რომ ვყოფილიყავი ღამეს ვათენებდი, რადგან დაძინების შემთხვევაში ადგომას ვერ მოვახერხებდი. თავს საშინლად ვგრძნობდი. დასასვენებელ ოთახში დასაძინებლად მაწვენდნენ, ჟურნალისტებს კი ეუბნებოდნენ, რომ კუნთის ტრავმა მქონდა,"
- იხსენებს ბრაზილიელი.

"მას დაურეკეს და სამწუხარო ამბავი უთხრეს, რამაც მისი კარიერა დაანგრია", - ადრიანოს ისტორია

"ინტერმა" ადრი სარეაბილიტაციოდ "სან-პაულუში" გაუშვა იჯარით. ბრაზილიელმა სასმელს დაანება, რაც მალევე აისახა მის ფორმაზე, ადრიანო "სამფეროვანთა" საუკეთესო ბომბარდირი გახდა. "ნერიაძურის" 10 ნომერი თითქოს კარიერის რეანიმირებას ახდენდა, თუმცა მილანში დაბრუნებით ის კვლავ დაუმეგობრდა სპირტიანი სასმელის ბოთლს და ერთი წლის შემდეგ საერთოდ გაწყვიტა კონტრაქტი "ინტერთან".

იტალიიდან აბარგების მერე ადრიანო უფრო და უფრო რეგრესირებდა, მან მხოლოდ ერთი სეზონის ჩატარება მოახერხა მაღალ დონეზე, ეს მოხდა "ფლამენგოში" (31 მატჩი, 19 გოლი).

ალკოჰოლმა, ნარკოტიკებმა და შინაგანმა დემონებმა ნიჭიერი ფორვარდის სული საბოლოოდ შეჭამეს. 2015 წელს მას ევროპაში დაბრუნების შესაძლებლობა ჰქონდა, საფრანგეთის მეორე ლიგის ბინადარმა "ჰავრმა" ბრაზილიელს კონტრაქტი შესთავაზა. ადრიანო საფრანგეთში ჩაფრინდა, თუმცა მოლაპარაკებების გამართვის ნაცვლად დაიქირავა 18 მეძავი და 30 ათას ევროდ ერთი ღამით მოილხინა.

"მას დაურეკეს და სამწუხარო ამბავი უთხრეს, რამაც მისი კარიერა დაანგრია", - ადრიანოს ისტორია

ბრაზილიელის ბოლო გაჩერება ამერიკის მეოთხე დივიზიონის კლუბი "მაიამი იუნაიტედი" იყო, თუმცა ადრიანოს ერთი მატჩიც არ ჩაუტარებია და ვარჯიშებზეც კი არ მოდიოდა. ამის მაგივრად ის მშობლიურ ფაველებში ატარებდა დროს ძველ მეგობრებთან ერთად. პრესაში კი სევდიანი ისტორიები იწერებოდა ფეხბურთელზე, რომელსაც ერთ დროს რონალდოს შემცვლელს ეძახდნენ.

გავრცელებული იყო ინფორმაცია, რომლის თანახმადაც ადრიანო ნარკოკარტელის წევრი გახდა და მას 25-წლიანი პატიმრობა ემუქრებოდა. ამის გარდა, იწერებოდა, რომ მან აჩუქა მოტოციკლეტი რიო-დე-ჟანეიროს ერთ-ერთ ცნობილ დილერს, ბაიკი კი ისედაც იყო გაფორმებული სხვა ნარკომოვაჭრეზე. საკმარისი მტკიცებულებების არ ქონის გამო ამბავი ჩაწყნარდა, თავად ადრიანომ კი შემდეგი კომენტარი გააკეთა:

"ვიცოდი, რომ ყველაფერი მოგვარდებოდა. პატიოსანი ადამიანი ვარ. ვიხდი გადასახადებს, ვეხმარები გაჭირვებულებს და ჩემი ფესვებითაც ვამაყობ. არ აქვს მნიშვნელობა როგორ შოულობენ ფულს ჩემი ბავშვობის მეგობრები, მთავარია ერთგულება,"

"მას დაურეკეს და სამწუხარო ამბავი უთხრეს, რამაც მისი კარიერა დაანგრია", - ადრიანოს ისტორია

ადრიანო ახლო კავშირში იმყოფება რიოს ერთ-ერთ ყველაზე საფიხათო ბანდასთან სახელწოდებით "Comando Vermelho" (სისხლისფერი გუნდი). მან თითქმის მთელი თავისი ქონება უკვე დახარჯა მეძავებსა და სხვა გასართოდ საშუალებებზე. ის არ იძლევა ინტერვიუებს, არ ადასტურებს და არც უარყოფს მის გარშემო ატეხილ ჭორებს.

ვიღაცისთვის ადრიანო დაცემული იმპერატორია, ვიღაცისთვის კი უბრალო ბიჭი ბრაზილიის ქუჩებიდან. მან ძალიან ადრეულ ასაკში დააღწია თავი გაჭირვებას, თუმცა როცა დრო მოვიდა ვერ გაუმკლავდა ზეწოლას. 2017 წლისთვის ადრი თითქოს გამოსწორების გზას დაადგა.

მის ინსტაგრამში ვეღარ იხილავთ ავტომატის, საეჭვო ხალხისა ალკოჰოლის სურათებს, ეს ყველაფერი ჩაანაცვლა ლამაზმა სახლმა, მანქანებმა და ტრენაჟორებმა.


ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები