"რიოს კარნავალზე აგვიანდებოდა და რეალთან 47-ე წუთზე შეცვლა ითხოვა", - რომარიოს ისტორია » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

"რიოს კარნავალზე აგვიანდებოდა და რეალთან 47-ე წუთზე შეცვლა ითხოვა", - რომარიოს ისტორია


1993 წელს "ბარსელონამ" რომარიო გაიფორმა. როდესაც ეს ამბავი კატალონიელთა ფორვარდამდე ხრისტო სტოიჩკოვამდე მივიდა ის განრისხდა:

"მასზე 600 მილიონი პესეტი დახარჯეს! ამას ჯობდა ლიუბოსლავ პენევი ეყიდათ, რომელიც სამჯერ ნაკლები დაჯდებოდა,"

ბულგარელის გაგება შეიძლებოდა, რადგან ესპანეთში მოქმედებდა ლიმიტი ლეგიონერებზე, მხოლოდ 3 უცხოელს ჰქონდა მოედანზე გასვლის უფლება. ეს ვაკანტური ადგილები დაკავებული ჰქონდა თავად სტოიჩკოვს, ლაუდრუპსა და კუმანს.

სწორედ ამიტომ იყო ხრისტო ბრაზილიელი ფორვარდის მოსვლის რადიკალური წინააღმდეგი. დაძაბულობა მოხსნა "ბარსას" იმ დროინდელმა თავკაცმა იოჰან კრუიფმა, რომელიც შეპირდა გუნდს, რომ გონივრულად მოახდენდა ვარვსკვლავურ როტაციას.

"რიოს კარნავალზე აგვიანდებოდა და რეალთან 47-ე წუთზე შეცვლა ითხოვა", - რომარიოს ისტორია

ესეც მოხდა. რომარიო და სტოიჩკოვი ძალიან მალე დამეგობრდნენ და შექმნეს სუპერდუეტი "ბლაუგრანას" შეტევაში. სერ ალექს ფერგიუსონმა 6 სიტყვით აღწერა კატალონიელთა ტანდემი: "წარმოდგენა არ მაქვს როგორ შევაჩერო ისინი," ყველაფერი იმდენად დალაგებულად მიმდინარეობდა, რომ სტოიჩკოვი რიოში ჩაფრინდა რომარიოს შვილის მოსანათლად.

იმ სეზონში "ბარსამ" ძალიან მარტივად მოიგო ლა ლიგა და ჩემპიონთა ლიგის ფინალამდეც მიაღწია, თუმცა იქ "მილანთან" განადგურდა (0:4). კატალონიაში მთავარი გასარჩევი თემა არა "როსონერისთან" მარცხი იყო, არამედ რომარიოს ქცევა.

ყველამ იცოდა, რომ გუნდში ბრაზილიელი მხოლოდ სტოიჩკოვსა და კრუიფს ეკონტაქტებოდა, სხვებს ის უბრალოდ არ იმჩნევდა. ზოგჯერ რომარიო არც კი ესალმებოდა ბულგარელისა და ჰოლანდიელის გარდა ყველა სხვა დანარჩენს.

ამის გარდა, ბრაზილიელმა ნამდვილი საროსკიპო მოაწყვო ბარსელონას ერთ-ერთ სასტუმროში. იგი ქირაობდა უზარმაზარ ნომერს, მოყავდა მეძავეები და მათთან ერთად ყველას გასაგონად დროს ატარებდა ისე, რომ ამას ცოლსაც კი არ უმალავდა. როდესაც ამ ფაქტმა პრესაში გაჟონა ბრაზილიელი არც კი შეწუხდა.

"რიოს კარნავალზე აგვიანდებოდა და რეალთან 47-ე წუთზე შეცვლა ითხოვა", - რომარიოს ისტორია

რომარიო კვირაში მხოლოდ რამდენჯერმე ვარჯიშობდა, ზოგჯერ საერთოდ არ მოდიოდა ბაზაზე. ამასთან ერთად ის ძალიან ხშირად ითხოვდა ბრაზილიაში გაშვებას. იოჰან კრუიფს თავისი ფორვარდის შესახებ სახალისო მოგონება ჰქონდა:

"ერთხელ რომარიომ მთხოვა კიდევ ორი დამატებითი დასვენების დღის ორგანიზება მისთვის, რადგან რიოს კარნავალზე გამგზავრება უნდოდა. მე დავთანხმდი, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში გავაკეთებდი ამას თუ ის კლასიკოში ორ გოლს გაიტანდა.

რომარიოს მატჩის 47-ე წუთისთვის უკვე შესრულებული ჰქონდა გეგმა. მან მოირბინა ჩემთან და შეცვლა მოითხოვა, რადგან თვითმფრინავზე აგვიანდებოდა. მე ის მოედანზე დავტოვე, მან კი ჯავრი "რეალზე" იყარა და მესამე ბურთიც შეაგდო,"
- იხსენებდა ლეგენდარული ჰოლანდიელი.



მაღალი შედეგიანობის მიუხედავად, ბრაზილიელი ყველას აღიზიანებდა გუნდში, რადგან სხვაზე განსაკუთრებულად თვლიდა თავს. მაგალითად, გუნდი მატჩის წინ ერთობლივ სტანდარტულ სასტუმროში ბინავდებოდა, რომარიო კი თავის ცნობილ მეძავეებით სავსე ნომერში. სტოიჩკოვი იხსენებს:

"რომარიო იძახდა, რომ ღამის მშვიდობიანად გატარების შემთხვევაში გოლებს ვეღარ გაიტანდა. მას მხოლოდ სექსი და ფეხბურთი აინტერესებდა. მსგავსი ცხოვრების წესის გამო ბრაზილიელს სერიოზული პრობლემები ჰქონდა,"

"რიოს კარნავალზე აგვიანდებოდა და რეალთან 47-ე წუთზე შეცვლა ითხოვა", - რომარიოს ისტორია

ტრიუმფალური 1994 წლის მუნდიალის შემდეგ რომარიომ აღარ ისურვა კატალონიაში დაბრუნება. მას მთელი კონტინენტის მასშტაბით ეძებდნენ, თუმცა ბრაზილიელი დუმდა, ის სტოიჩკოვის ზარებსაც კი არ პასუხობდა. საბოლოოდ რომარიო მაინც დააბრუნეს "კამპ ნოუზე", თუმცა ეს უკვე სულ სხვა ფეხბურთელი იყო. ბრაზილიელი განმარტოებულად ვარჯიშობდა და საერთოდ აღარ იხარჯებოდა.

"ის მხოლოდ ლათინო ამერიკულ დისკოტეკებზე ფიქრობდა. სხეულით რომარიო "ბარსელონაში" იყო, ტვინით და სულით კი რიოს ღამის კლუბებში," - იხსენებს სტოიჩკოვი.

იოჰან კრუიფს აქვს წიგნი სახელწოდებით "ჩემი ფეხბურთელები და მე". იქ საკმაოდ დიდი ადგილი უკავია რომარიოს მწვრთნელად ყოფნის პერიოდს:

"მან თავად მითხრა, რომ ყოველ საღამოს გართობა უფრო სასიამოვნოა ვიდრე ხვალინდელი დილის ვარჯიშზე ფიქრი. რომარიო ბავშვობიდანვე ძალიან კარგად თამაშობდა ფეხბურთს, სწორედ ამიტომ აძლევდნენ მას მაქსიმალურ თავისუფლებას ყველგან. ამ ფუფუნების დაკარგვით ის უბედური ხდებოდა და სამშობლოში დაბრუნებაზე ფიქრს იწყებდა, რადგან იქ მას ყველაფრის უფლებას აძლევდნენ,"

"რიოს კარნავალზე აგვიანდებოდა და რეალთან 47-ე წუთზე შეცვლა ითხოვა", - რომარიოს ისტორია

ახლა რომარიოს ბრწყინვალედ ჩატარებული ამერიკის მუნდიალითა და "ბარსელონაში" შედეგიანი წელიწად-ნახევრიანი პერიოდით იხსენებენ. მან ვერ მოახერხა რეალურად დიად ფეხბურთელად ყოფნა, მიუხედავად იმისა, რომ ფიფას ვერსიით წლის საუკეთესო მოთამაშე გახდა 1994 წელს. სამწუხაროდ მან ევროპაში მხოლოდ 6 წელიწად-ნახევარი დაჰყო, აქედან 4 სეზონი ის "პსვ ეინდჰოვენში" იყო.

"ბარსელონას" შემდეგ ის უაზროდ ატარებდა თავის კარიერას. რომარიო ერთი ბრაზილიური გუნდიდან მეორეში გადადიოდა, ევროპაში კი ნელ-ნელა ივიწყებდნენ ჭირვეულ ფორვარდს. მას სავსებით აკმაყოფილებდა "სოფლის მეფის" სტატუსი, რადგან არ სურდა შრომა და რამის დამტკიცება ვინმესთვის.

"რიოს კარნავალზე აგვიანდებოდა და რეალთან 47-ე წუთზე შეცვლა ითხოვა", - რომარიოს ისტორია

კარიერის მიწურულს რომარიომ მოულოდნელად მოტივაცია იპოვა, მან გადაწყვიტა 1000 გოლის გატანა. ბრაზილიელმა დაიქირავა სტატისტიკოსები, რომლებმაც არქივებიდან ამოკრიბეს ინფორმაცია მისი გოლების შესახებ. ამის გარდა რომარიო თამაშობდა ბრაზილიურ "ვასკო და გამასა" და ავსტრალიურ "ადელაიდა იუნაიტედში" ერთმანეთის პარალელურად. ეს ყველაფერი იმისთვის, რომ მას რაც შეიძლება მალე მიეღწია სანატრელი ნიშნულისთვის.

1000 გოლი მოგროვდა, თუმცა ფიფამ ეს მიღწევა არ აღიარა, რადგან იქ არ გაითვალისწინეს იუნიორობის პერიოდში და ამხანაგურ მატჩებში დაფიქსირებული შედეგი. ამის მიუხედავად, რომარიომ მაინც გამოაცხადა საკუთარი თავი 1000 გოლის გამტან მოთამაშედ.

"რიოს კარნავალზე აგვიანდებოდა და რეალთან 47-ე წუთზე შეცვლა ითხოვა", - რომარიოს ისტორია

ფეხბურთის შემდეგ ბრაზილიელმა კრახი განიცადა სამწვრთნელო კარიერაში, პოლიტიკასა და ექსპერტობაშიც. ის პერიოდულად იქცევს ყურადღებას ხმაურიანი განცხადებებით, აი ერთ-ერთი მათგანი:

"ჩემზე უკეთესი მხოლოდ პელე იყო. მე 1000 გოლი გავიტანე, მესისა და რონალდუს ორივეს ერთად აღებულს არ აქვს მაგდენი, შესაბამისად მათზე ძლიერი ვარ,"

სამწუხაროა, რომ ერთ დროს "ბარსელონას" მთავარი გოლეადორი და 1994 წლის მსოფლიო ჩემპიონატის გმირი ახლა მხოლოდ დაცინვასა და სინანულს იწვევს. რომარიო ტიპიური ბრაზილიელი ვარვსკვლავია, რომელსაც ჰქონდა უდიდესი პოტენციალი, მაგრამ დიდებას, ტიტულებსა და აღიარებას ღამის კლუბებში დროის სასიამოვნოდ გატარება არჩია.


ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები