"ბარსელონას პრეზიდენტი ღამის კლუბებში არ მიშვებდა, იქ გადასვლა შეცდომა იყო", - მარადონას საკლუბო ისტორია » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

"ბარსელონას პრეზიდენტი ღამის კლუბებში არ მიშვებდა, იქ გადასვლა შეცდომა იყო", - მარადონას საკლუბო ისტორია


ამ ადამიანის მთელი საფეხბურთო კარიერა აღმასვლითა და დაღმასვლით იყო სავსე. მას აღმერთებდნენ როგორც ფეხბურთელს, თუმცა სძულდათ როგორც პიროვნება. რაც არ უნდა იყოს, უდავოა, რომ დიეგო მარადონა ეპოქალური მოვლენა იყო. დიდებაში მას ვერც ნარკოტიკებმა და ვერც კანონთან დაკავშირებულმა პრობლემებმა შეუშალა ხელი.

დიეგოს დამსახურებით არგენტინის ნაკრები ოქროს მედლებამდე მივიდა მუნდიალზე, სადაც მან მე-20 საუკუნის საუკეთესო გოლი გაიტანა, იმ დროს მოკრძალებული "ნაპოლი" კი "კალჩოს" მთავარ საფეხბურთო ძალად აქცია. მარადონას გავლენა იმდენად დიდი იყო, რომ მუნდიალის 1/2 ფინალში იტალიის ნაკრებს არ სურდა არგენტინასთან ნეაპოლში თამაში იმის შიშით, რომ ქალაქი მხარს თავის კუმირს დაუჭერდა და არა ეროვნულ გუნდს.

მარადონას სანაკრებო მიღწევების შესახებ დაუსრულებლად შეიძლება საუბარი, მისი საკლუბო კარიერა კი რადიკალურად განსხვავებული იყო. ზოგჯერ დიეგო ნამდვილი ჯოჯოხეთის ეპიცენტრში იმყოფებოდა, რაც გამოწვეული იყო უამრავი სირთულითა და პრობლემით.

"ბარსელონას პრეზიდენტი ღამის კლუბებში არ მიშვებდა, იქ გადასვლა შეცდომა იყო", - მარადონას საკლუბო ისტორია

ბავშვობა

სკოლაში დიეგო მალევე აიყვანეს სასწავლებლის საფეხბურთო გუნდში, სადაც ის წამყვანი მოთამაშე გახდა. მარადონას ოჯახს ძალიან უჭირდა. მშობლები მთელ თავის დროს მუშაობაში ატარებდნენ იმისთვის, რომ შვილებს საჭმელი ქონოდათ. უსახსრობასთან ბრძოლაში უფროსებს თავად პატარა დიეგოც ეხმარებოდა. ის და თავისი დები თიხისგან ქოთნებს ამზადებდნენ და შემდეგ ყიდდნენ.

"თუ ჩემი მშობლები ციდან მთვარის ჩამოტანას მთხოვენ, მე ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ მათ ეს სურვილი ავუსრულო. ეს იქნებოდა წვრილმანი იმასთან შედარებით, რაც მამამ და დედამ ჩემთვის გააკეთეს, " - იტყვის ის მოგვიანებით.

მარადონას შეეძლო საერთოდ არ დაეწყო საფეხბურთო კარიერა, რომ არა მისი მეგობარი გოიო კორსო, რომელმაც დააძალა დიეგოს "არგენტინოს ხუნიორსის" სინჯებზე მისვლა. ეს მოხდა 1969 წლის ზაფხულში. მარადონამ კარგი შთაბეჭდილება დატოვა ვარჯიშზე და იგი ახალგაზრდულ გუნდში აიყვანეს. მისი პირველი მწვრთნელი ფრანჩესკო კორნეხო იყო, რომელიც მოგვიანებით მარადონაზე იტყვის:

"ყოველთვის გაოგნებული ვიყავი იმ ფაქტით, რომ დიეგო არასდროს ვარდებოდა ძირს. ის ბავშვობიდანვე იღებდა მძიმე დარტყმებს ფეხებში, თუმცა ყოველთვის აგრძელებდა თამაშს ისე, ვითომ ტკვილის ვერ გრძნობდა,"

"ბარსელონას პრეზიდენტი ღამის კლუბებში არ მიშვებდა, იქ გადასვლა შეცდომა იყო", - მარადონას საკლუბო ისტორია

მარადონაზე, როგორც არგენტინული ფეხბურთის მომავალ ვარვსკვლავზე მას შემდეგ დაიწყეს საუბარი, რაც მან და მისმა გუნდმა გაანადგურეს "რივერ პლეიტელი" თანატოლები, რომლებიც ქვეყნის ყველაზე ძლიერ ახალგაზრდებად ითვლებოდნენ. დიეგომ 5 გოლი გაიტანა, თვითონ მატჩი კი 7:1 დასრულდა. მარადონა მაშინ მხოლოდ 10 წლის იყო.

"არგენტინოს ხუნიორსი"/"ბოკა ხუნიორსი"

დებიუტი "არგენტინოს ხუნიორსის" მთავარ გუნდში 1976 წლის 20 ოქტომბერს შედგა. დიეგომ მხოლოდ ბოლო 10 წუთი დაჰყო მოედანზე, თუმცა ეს საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ მას მიეღო პირველი ჰონორარი და დაემსახურებინა გულშემატკივართა მხარდაჭერა.

ის მაშინ 16 წლისაც არ იყო ჯერ. ამის შემდეგ გუნდში პატარა კრიზისმა იფეთქა და დიეგო დუბლებში იქნა გადაყვანილი. მარადონა 14 ნოემბერს დაბრუნდა და იმ დღიდან მოყოლებული გახდა ძირითადი შემადგენლობის უცვლელი წევრი, რომელსაც რეგულარულად გაჰქონდა გოლები.

დიეგო "არგენტინოს ხუნიორსის" ღირსებას 1981 წლამდე იცავდა. მას უფრო დიდხანსაც შეეძლო დარჩენა, რომ არა ხელმძღვანელობასთან გაჩენილი უთანხმოება, რის გამოც მარადონას გუნდიდან წასვლა მოუწია. ახალგაზრდა ტალანტის ხელში ჩაგდების მთავარ პრეტენდენტად "რივერ პლეიტი" ითვლებოდა, თუმცა მარადონამ "მილიონერებს" არჩია მათი უპრინციპულესი მეტოქე, "ბოკა ხუნიორსი".

"ბარსელონას პრეზიდენტი ღამის კლუბებში არ მიშვებდა, იქ გადასვლა შეცდომა იყო", - მარადონას საკლუბო ისტორია

"ლურჯ-ოქროსფერთა" რიგებში მარადონა განარგძობდა უმაღლესი დონის თამაშის დემონსტრირებას. მისი მთავარი კოზირები იყო უნაკლო დრიბლინგი, მოედნის ხედვა და უზუსტესი დარტყმა. დიეგომ "ბოკა ხუნიორსი" ქვეყნის ჩემპიონი გახადა, რის შემდეგაც ნათელი იყო, რომ არგენტინელს ახალი, უფრო სერიოზული და რთული გამოწვევა სჭირდებოდა.

"ბარსელონა"

მარადონას კარიერაში ახალი ეტაპი ევროპაში გადასვლა გამოდგა. "ბარსელონამ" არგენტინელი 7,5 მილიონ დოლარად იყიდა, რითაც იმ დროინდელი ახალი სატრანსფერო რეკორდიც დაამყარა. დიეგომ კარგად დაიწყო, თუმცა მალევე მოახდინა თავისი ფეთქებადი ხასიათის დემონსტრირება.

ის სისტემატურად ეკამათებოდა კლუბის პრეზიდენტს ხოსეპ ლუის ნუნიესს. ერთ-ერთი მორიგი კონფლიქტის დროს, რომელიც მიმდინარეობდა "ბლაუგრანას" დიდების დარბაზში, მარადონამ ძირს ისროლა ტერესა ერერას სახელობის თასი. ამ ჟესტით მან უკმაყოფილება გამოხატა გუნდში არსებული სიტუაციის გამო. დიეგოს მოსარჯულებლად არგენტინიდან მოწვეული იქნა მისთვის კარგად ნაცნობი სესარ ლუის მენოტი, რომელმაც ლეგენდარული უდო ლატეკი შეცვალა მთავარი მწვრთნელის პოსტზე, მაგრამ სამწუხაროდ ამით არაფერი შეცვლილა.

"ნუნიესი ყოველთვის მაკრიტიკებდა. ის მიკრძალავდა ღამის კლუბებში სიარულს, რაც ჩემთვის დამამცირებელი იყო. ერთხელ მან პასპორტი წამართვა, იმის გამო, რომ მე პოლ ბრაიტნერის გამოსამშვიდობებელ მატჩზე მინდოდა წასვლა. მოგვიანებით მან დამიბრუნა საბუთი, თუმცა ღონისძიებაზე მაინც არ გამიშვა. "ბარსელონაში" გადასვლა შეცდომა იყო, " - გაიხსენებს მარადონა.

"ბარსელონას პრეზიდენტი ღამის კლუბებში არ მიშვებდა, იქ გადასვლა შეცდომა იყო", - მარადონას საკლუბო ისტორია

დიეგოს ბარსელონური ცხოვრება ნამდვილ ჯოჯოხეთად იქცა. ის ხშირად იღებდა ტრავმებს იმის გამო, რომ მცველები მარადონას წინააღმდეგ თამაშის დროს განსაკუთრებული სიხისტით გამოირჩეოდნენ. არგენტინელს ყველაზე მძიმე დაზიანება ბილბაოს "ატლეტიკის" მოთამაშემ ანდონი გოიკოეჩეამ მიაყენა. ბასკმა ვარდნით მარადონას კოჭი მოტეხა და ჯვარედინი მყესები გაუწყვიტა.



ამის შემდეგ იყო ხელმძღვანელობასთან მორიგი უთანხმოება, ახალი ტრავმები, ჰეპატიტი და გულშემატკივრების თვალში ათვალწუნება. დაძაბულობამ იმ დონეს მიაღწია, რომ მარადონამ თავისი კონტრაქტის გამოსყიდვა და სხვა გუნდში გადასვლა დააპირა. საერთო ჯამში არგენტინელმა "კამპ ნოუზე" ორი სეზონი გაატარა. იგი უარყოფითად იხსენებს კატალონიაში ყოფნის პერიოდს, თუმცა 1999 წელს "ბლაუგრანას" ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელის გამოსარკვევად ჩატარდა გამოკითხვა, რომლის თანახმადაც, მარადონას მხოლოდ კრუიფმა და კუბალამ აჯობა. ასე რომ ყველაფერი არც ისე ცუდად დასრულდა.

"ბარსელონას პრეზიდენტი ღამის კლუბებში არ მიშვებდა, იქ გადასვლა შეცდომა იყო", - მარადონას საკლუბო ისტორია

"ნაპოლი"

დიეგოს საკლუბო კარიერის რეანიმატორად იტალიური "ნაპოლი" მოგვევლინა. მის პრეზენტაციას 70 ათასი გულშემატკივარი დაესწრო. მარადონა ნეაპოლიტანური პუბლიკის ნამდვილი საკულტო გმირი გახდა. იგი იყო ლიდერი და კაპიტანი, რომელმაც გუნდი ფსკერიდან მწვერვალზე აიყვანა. მარადონას სედებიუტო სეზონში"ნაპოლიმ" მე-3 ადგილი დაიკავა, რითაც უეფას თასის საგზური მოიპოვა, თუმცა მთავარი ტრიუმფი ნეაპოლელებს ერთი წლის შემდეგ ელოდათ, როდესაც გუნდმა მოიგო სკუდეტო და იტალიის თასი.

"ბარსელონას პრეზიდენტი ღამის კლუბებში არ მიშვებდა, იქ გადასვლა შეცდომა იყო", - მარადონას საკლუბო ისტორია

ცალკე გამოსარჩევი იყო არგენტინელის მოედანზე დაპირისპირება ევროპის იმ დროინდელ საუკეთესო ფეხბურთელთან მიშელ პლატინისთან. გულშემატკივრები ყოველთვის უდიდესი ინტერესით ელოდებოდნენ ამ ორი გენიოსის დუელს.



"რასაც მე ბურთით ვაკეთებ, მარადონა ამას ფორთოხლითაც შეძლებს, " - იტყვის მოგვიანებით ფრანგი ფლეიმეიქერი.

7 სეზონის განმავლობაში დიეგომ ორჯერ გახადა "ლურჯები" ჩემპიონი. მსგავსი რამ არ ყოფილა არც მარადონამდე და არც მის შემდეგ. ამის გარდა მოგებული იქნა უეფას თასი და თასების მფლობელთა თასიც. ნეაპოლელები არგენტინელში მესიას ხედავდნენ, რომელმაც იმ დროს წერტილი დაუსვა "იუვენტუსის", "ინტერისა" და "მილანის" ჰეგემონიას.

აღსანიშნავია, რომ 1986 წელს "როსონერის" პრეზიდენტმა სილვიო ბერლუსკონიმ მარადონას "სან-სიროზე" გადმოსვლა შესთავაზა ზღაპრული პირობებით (ორჯერ უფრო მეტი ხელფასი, ბინა მილანის ცენტრში, ფერარი ფ-40 და წილი კოპანია "ფინინვესტეში"), თუმცა დიეგომ მას უარი უთხრა, რითაც კიდევ უფრო შეაყვარა თავი ნეაპოლელელებს.

მარადონას "ნაპოლიდან" წასვლა გრანდიოზულმა სკანდალმა გამოიწვია. თავდაპირველად არგენტინელმა დოპინგ-ტესტი ჩააგდო, რის შემდეგაც ის კოკაინის შენახვის გამო დააკავეს. არგენტინელის ნარკო-ისტორია მთელ მსოფლიოს მოედო, გაირკვა, რომ ის ჯერ კიდევ "ბარსელონაში" ყოფნის დროს იღებდა აკრძალულ პრეპარატებს. 1991 წელს ფეხბურთელს 15-თვიანი დისკვალიფიკაცია მიუსაჯეს, რომლის დასრულების შემდეგ მარადონამ აღარ ისურვა "ნაპოლიში" დაბრუნება.

"ბარსელონას პრეზიდენტი ღამის კლუბებში არ მიშვებდა, იქ გადასვლა შეცდომა იყო", - მარადონას საკლუბო ისტორია

"ნარკოტიკებმა ყველაფერზე იქონიეს გავლენა, მეხსიერების გარდა. პირველად აკრძალული პრეპარატი "ბარსელონაში" ყოფნის დროს გავსინჯე, რადგან ძალიან მიჭირდა ახალ გარემოსთან შეგუება. ემოციურ შოკს განვიცდიდი, ყველაფერი გარშემო უფრო ნათელი და მხიარული ხდებოდა.

ეს განცდა იმდენად მომწონდა, რომ არ მინდოდა ამ მდგომარეობიდან გამოსვლა, რის გამოც ნარკოტიკებზე დამოკიდებული გავხდი. თუ მათ არ ვიღებდი საშინელი დეპრესია მემართებოდა. შვილებს ჩემთან თამაში უნდოდათ, მე კი ამის უნარი არ გამაჩნდა, რადგან იმ მომენტში ნარკოლოგიური თრობის ქვეშ ვიყავი. ეს ყველაფერი სრული კოშმარი იყო."


საკლუბო კარიერის ბოლო წლები

დისკვალიფიკაციის გასვლის შემდეგ, 1992 წლის შემოდგომაზე არგენტინელი "სევილიას" შეუერთდა. ანდალუსიურ კლუბში მარადონა თავისი ჩვეული თამაშის მეათედსაც კი ვერ აჩვენებდა. ეს ძველი ტრავმებით იყო განპირობებული. დიეგომ სევილიური პერიოდის თითქმის მთელი ნაწილი ტკივილგამაყუჩებელ ნემსებზე გაატარა.

"ბარსელონას პრეზიდენტი ღამის კლუბებში არ მიშვებდა, იქ გადასვლა შეცდომა იყო", - მარადონას საკლუბო ისტორია

ერთი წლის შემდეგ მარადონა სამშობლოში დაბრუნდა, სადაც "ნიუელს ოლდ ბოისთან" გააფორმა კონტრაქტი. იქ დიეგომ მხოლოდ ნახევარი სეზონი გაძლო, რის მერეც კვლავ ახალი კლუბის ძებნას შეუდგა. არგენტინელს საკმაოდ სარფიანი შემოთავაზება ჰქონდა ერთ-ერთი იაპონური გუნდისგან, თუმცა ტრანსფერი დაიბლოკა ქვეყანაში არსებული კანონმდებლობის გამო. ნებისმიერ იმ პირს ეკრძალება იაპონიაში შემოსვლა, ვისაც რაიმე შეხება ჰქონდა ნარკოტიკულ ნივთიერებებთან.

მარადონას ერთი თამაში "ტოტენჰემის" შემადგენლობაშიც აქვს ჩატარებული. ეს მოხდა ოსვალდო არდილესის საჩვენებელ მატჩზე. "დეზების" მეტოქე მილანის "ინტერი" იყო. ლონდონელებმა 2:1 იმარჯვეს, მარადონამ კი ბრიტანული პუბლიკის ოვაციებიც დაიმსახურა.

"ბარსელონას პრეზიდენტი ღამის კლუბებში არ მიშვებდა, იქ გადასვლა შეცდომა იყო", - მარადონას საკლუბო ისტორია

საბოლოდ დიეგომ კარიერის უკანასკნელი ნაწილის გატარება მისთვის საყვარელ "ბოკა ხუნიორსში" გადაწყვიტა, სადაც ხანმოკლე პერიოდით გიორგი ქინქლაძესაც გადაეყარა. ჯამში 31 მატჩის შემდეგ, 1997 წელს მან კარიერა დაასრულა.

ასეთი იყო მარადონას საკლუბო კარიერა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები