Eurosport-ი გურამ კაშიაზე წერს: "ცოტა სასაცილოა ამხელა აჟიოტაჟი ამის გამო" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Eurosport-ი გურამ კაშიაზე წერს: "ცოტა სასაცილოა ამხელა აჟიოტაჟი ამის გამო"


Eurosport-ი გურამ კაშიაზე წერს:
ცნობილი გამოცემა Eurosport-ი გურამ კაშიას შესახებ სიახლეს აქვეყნებს:

უეინ რუნი, გარი კეჰილი, უგო ლორისი, კრისტიან ერიქსენი, იულიან დრაქსლერი, ფერნანდინიო, ხუან მატა, ჯორდან ჰენდერსონი, ანტონიო
ვალენსია, გურამ კაშია. მართალია უკანასკნელი გამოირჩევა წინა ჩამოთვლილთაგან, თუმცა ყველა მათგანს ერთი რამ აერთიანებთ, ტოპ-კლუბების ვარვსკვლავებმა და ქართველმა მცველმა თავიანთი გუნდები გაიყვანეს კაპიტნის სამკლავურით, რომელიც ცისარტყელის ფერებში იყო.

ბრიტანეთში ფეხბურთელებმა ამ ჟესტის გამო პატივისცემა დაიმსახურეს, როგორც მედიისგან, ისე საზოგადოებისგანაც. კაშიას კი დღემდე კრიტიკის ქარ-ცეცხლში ატარებენ სამშობლოში.

Eurosport-ი გურამ კაშიაზე წერს: "ცოტა სასაცილოა ამხელა აჟიოტაჟი ამის გამო"

გურამმა ყურადღება 15 ოქტომბერს მიიქცია. "ჰერაკლესთან" მატჩის დროს ის მოედანზე სამკლავურით გამოვიდა, რომელიც ცისარტყელის ფერების იმიტაციას ჰქმნიდა. კაშია გახდა პირველი ფეხბურთელი აღმოსავლეთ ევროპიდან, რომელმაც მხარი დაუჭირა ლგბტ-მოძრაობას.

ეს იყო აქცია, რომელიც ჰოლანდიის საფეხბურთო კავშირის ბრძანებით შესრულდა და ევროპაში ამ ფაქტს არანაირი რეზონანსი არ გამოუწვევია, რადგან იქ ეს ჩვეულებრივი მოვლენაა და ამის დემონსტრირება რიგ განვითარებულ სახელმწიფოებში ხდება. საქართველოში კი ცეცხლი წაეკიდათ არა მხოლოდ გულშემატკივრებს, არამედ ჟურნალისტებსაც.

Eurosport-ი გურამ კაშიაზე წერს: "ცოტა სასაცილოა ამხელა აჟიოტაჟი ამის გამო"

"კაშია ნაკრებიდან უნდა მოვკვეთოთ!"-მსგავსი სათაურებით იყო აჭრელებული სხვადასხვა მედია-რესურსები. დაახლოებით ანალოგიური შინაარსის განცხადებებით უტევდნენ არაადეკვატური ფანები კაშიას სოციალურ ქსელში.

თემის ექსპლუატირებას შეუდგნენ სხვადასხვა საეჭვო ხარისხისა და რეპუტაციის მქონე თოქ-შოუები, რომლებმაც "ვიტესის" კაპიტნის ხარჯზე აიმაღლეს რეიტინგი არსებობის მანძილზე ერთხელ მაინც.

ნებისმიერ პოსტ-საბჭოთა სახელმწიფოში საზოგადოებას მსგავს ამბავზე ანალოგიური რეაქცია ექნებოდა, თუმცა საქართველოში ამ ყველაფერმა უფრო მასშტაბური სახე მიიღო რადგან:

"World Value Survey"-ის კვლევის თანახმად, მოსახლეობის 93% სექსუალურ უმცირესობათა არსებობის წინააღმდეგია.

10-დან 9 ქართველი მიიჩნევს, რომ ჰომოსექსუალიზმი არასდროს იქნება ნორმალური და მისაღები. ეს კი "Reuters"-ის გამოქვეყნებული მონაცემებია 2011 წელს.

Eurosport-ი გურამ კაშიაზე წერს: "ცოტა სასაცილოა ამხელა აჟიოტაჟი ამის გამო"

აგრძელებს Eurosport: "ამ ციებ-ცხელებაში ქართველი მოსახლეობა არ უკვირდება ან ძალით ვერ ხედავს ერთ მნიშვნელოვან დეტალს. კაშია თავისი ნებით არ გამხდარა სექსუალურ უმცირესობათა დამცველი, მეტიც, ის საერთოდ არ იცავს არავის, გურამმა უბრალოდ ფორმალური ჟესტის დემონსტრირება მოახდინა, რომელიც ზემდგომი ხელმძღვანელობის მოთხოვნით შესრულდა.

გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ კაშია უკვე 7 წელია, რაც ჰოლანდიაში მოღვაწეობს. სამწუხაროდ, ის რაც წამყვან ევროპულ ქვეყანაში ნორმალურზე ნორმალურია, საქართველოში ჯერ კიდევ განსჯის საგანია.

Eurosport-ი გურამ კაშიაზე წერს: "ცოტა სასაცილოა ამხელა აჟიოტაჟი ამის გამო"

"მე თავისუფლების მომხრე ვარ და ძალადობის წინააღმდეგი. მხარს ვუჭერ იმ ადამიანებს, რომლებიც თავისი არსებობით სხვას არ ავნებენ. ეს არის ჩემი შეხედულება, რომელსაც სამწუხაროდ არ იზიარებენ საქართველოში. ჩემს გარდა ეს გააკეთა ერედივიზიის ყველა გუნდის კაპიტანმა," - ესეთი კომენტარი გააკეთა ამ ყველაფერთან დაკავშირებით კაშიამ.

3 წლის წინ საქართველომ მიიღო ანტიდისკრიმინაციული კანონი. ქვეყანა ევროპის კავშირთან ინტეგრაციისკენ მიიწევს, მაგრამ სამწუხაროდ, ეს მხოლოდ ფურცელზე დაწერილი საბუთით გამოიხატა. გურამის ნაკრებიდან მოკვეთა იმდენად აქტუალური თემა გახდა, რომ ამის შესახებ "The Washington Post"-მაც დაწერა. (იხილეთ პოსტი)


დაძაბულობის განმუხტვას ცდილობდნენ ისეთი ცნობილი პირები როგორებიც არიან კახა კალაძე და ლევან კობიაშვილი. ნაკრების ყოფილმა ვარვსკლავებმა პირდაპირ გამოხატეს კაშიას მიმართ მხარდაჭერა:

Eurosport-ი გურამ კაშიაზე წერს: "ცოტა სასაცილოა ამხელა აჟიოტაჟი ამის გამო"

"აზრის თავისუფლად გამოხატვის შესაძლებლობა ძალიან მნიშვნელოვანია. დემოკრატიული სახელმწიფო ვართ და შესაბამისად შეხედულებების გაზიარების უფლება ყველას აქვს. არ აქვს მნიშვნელობა ეროვნებას, რელიგიასა და ორიენტაციას, ყველა თანასწორია, "

აგრესიული ტალღა არ გაქრა ინციდენტიდან 2 კვირის შემდეგაც კი. ოქტომბრის ბოლო დღეს მოძრაობა "ქართული მარშის" წევრები ფეხბურთის ფედერაციის შენობას მიადგნენ. აქტივისტებმა დაწვეს LGBT-ს ცისარტყელის ფერების აღმასხველი დროშა, იჩხუბეს სამართალდამცავ პირებთან, რის შემდეგაც დაკავებულნი იქნენ.



ალბათ კაშია ვერც კი წარმოიდგენდა, რომ მისი ფორმალური ჟესტი ამხელა რეზონანს გამოიწვევდა. მან გააღვიძა კონსერვატიული საზოგადოება, რომლისთვისაც ერთი პატარა საბაბიც კი საკმარისი აღმოჩნდა კონფლიქტის დასაწყებად. პრინციპებისა და ღირებულებებისთვის ბრძოლა, რა თქმა უნდა, კარგია, მაგრამ ზომიერად. ქვეყანაში უამრავი პრობლემაა ისედაც და წვრილმანის გამო ამხელა აჟიოტაჟის გამოწვევა ცოტა არ იყოს და სასაცილოა. საზოგადოებამ პროგრესირება უნდა სცადოს და არა წარსულში ბრუნდებოდეს თავისი უმოქმედობით თუ უაზრო ქმედებით.

Eurosport-ი გურამ კაშიაზე წერს: "ცოტა სასაცილოა ამხელა აჟიოტაჟი ამის გამო"

გურამი ძლიერი პიროვნებაა. მისთვის მსგავსი ნაბიჯის გადადგმა უფრო რთული იყო ვიდრე რუნისთვის ან კეჰილისთის. მან თავისი საქციელით ანახა მოსახლეობას, რომ ის პირველ რიგში არის წარმატებული სპორტსმენი, რომელიც ევროპაში მოღვაწეობს. 10 ნოემბერს გურამი ეროვნულ ნაკრებში მატჩს გამართავს. ვიმედოვნებთ, რომ სტადიონზე დამსწრე საზოგადოებას შორის უმრავლესობა ადეკვატური გულშემატკივრები იქნებიან და არა ისინი, ვინც სოციალურ ქსელში საზიზღრობებს წერდნენ", - წერს Eurosport-ი.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები