რომელი ბრაზილიელი შემტევები მოხვდებიან მსოფლიო ჩემპიონატზე? » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

რომელი ბრაზილიელი შემტევები მოხვდებიან მსოფლიო ჩემპიონატზე?


რომელი ბრაზილიელი შემტევები მოხვდებიან მსოფლიო ჩემპიონატზე?
2014 წლის მუნდიალისგან განსხვავებით, ახლა ბრაზილიის ნაკრების შეტევაში ნამდვილი ვარსკვლავთცვენაა. "სელესაოში" აღარ არიან ფრედი, ბერნარდი, ჟო და სხვა დაბალი დონის შემსრულებლები.

2018 წლის მსოფლიოსთვის "პენტაკამპეონების" შემადგენლობაში ადგილის დასამკვიდრებლად იბრძვიან კოუტინიო, ფირმინო, გაბრიელ ჟესუსი, ნეიმარი და სხვები. თუ "პსჟ"-ს ვარსკვლავის გუნდში ყოფნა არანაირ ეჭვს არ იწვევს, სხვებს გვარიანი ოფლისღვრა მოუწევთ, რადგან კონკურენცია მართლაც რომ მაღალია. გავიხსენოთ ყველა ის ბრაზილიელი შემტევი, რომელიც მუნდიალის საგზურისთვის იბრძვის.

დუგლას კოსტა

რომელი ბრაზილიელი შემტევები მოხვდებიან მსოფლიო ჩემპიონატზე?

ასაკი: 27 წლის
კლუბი: იუვენტუსი
ნაკრებში: 21 მატჩი, 3 გოლი
მუნდიალზე მოხვედრის ალბათობა: 70%

კოსტამ ფეერიულად დაიწყო თავის კარიერა "ბაიერნში", თუმცა შემდეგ მოუკლო და გასხვისებული იქნა. ბრაზილიელის ახალი კლუბი "იუვენტუსია", სადაც "რეკორდმაისტერზე" არანაკლები კონკურენცია და ამბიციებია. ტურინული გამოწვევის მიღება თამამი ნაბიჯი იყო. ვნახოთ რამდენად გაუმკლავდება სამხრეთ-ამერიკელი ვინგერი ამ მისიას და შეძლებს თუ არა ის თავისი თამაშით ტიტეს დარწმუნებას.

ფილიპე კოუტინიო

რომელი ბრაზილიელი შემტევები მოხვდებიან მსოფლიო ჩემპიონატზე?

ასაკი: 25 წლის
კლუბი: ლივერპული
ნაკრებში: 29 მატჩი, 8 გოლი
მუნდიალზე მოხვედრის ალბათობა: 98%

პრემიერლიგის ერთ-ერთმა საუკეთესო ფეხბურთელმა რაღაც მიზეზთა გამო ვერ მოახერხა "ბარსელონაში" გადასვლა, რითაც მის კარიერაში ახალი ეტაპი არ დაწყებულა. ამ ფაქტით კოუტინიოს მუნდიალზე მოხვედრის შანსები არ შემცირებულა. ბრაზილიელი კვლავ "ლივერპულის" მაისურით ეცდება მოედანზე ჯადოქრობას და თუ რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, ის აუცილებლად იქნება მსოფლიო ჩემპიონატზე.

რობერტო ფირმინო

რომელი ბრაზილიელი შემტევები მოხვდებიან მსოფლიო ჩემპიონატზე?

ასაკი: 26 წლის
კლუბი: ლივერპული
ნაკრებში: 16 მატჩი, 5 გოლი
მუნდიალზე მოხვედრის ალბათობა: 80%

კოუტინიოს საუკეთესო მეგობარი უკვე დიდი ხანია, რაც თავისი თამაშით ნაკრებში ადგილს დამსახურებულად იკავებს. ფირმინო თავიდან ვინგერის პოზიციაზე თამაშობდა, თუმცა მოგვიანებით კლოპმა ის ფორვარდად გაამწესა. ბრაზილიელი დაკისრებულ მოვალეობას მშვენივრად ართმევს და შესაბამისად მუნდიალზე მოხვედრის შანსიც საკმაოდ მაღალია.

გაბრიელ ბარბოსა

რომელი ბრაზილიელი შემტევები მოხვდებიან მსოფლიო ჩემპიონატზე?

ასაკი: 21 წლის
კლუბი: ბენფიკა
ნაკრებში: 4 მატჩი, 2 გოლი
მუნდიალზე მოხვედრის ალბათობა: 20%

გაბიგოლმა 2016 წლის ოლიმპიადაზე ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა, რითაც მალევე მიიღო "ახალი ნეიმარის" წოდება. სამწუხაროდ მან ჯერ კიდევ ვერ მოახერხა ევროპული ფეხბურთისთვის ალღოს აღება, რითაც მსოფლიო ჩემპიონატის განაცხადში მოხვედრის შანსები ძალიან შეიმცირა. ბარბოსა ვერ შეეწყო "ინტერს", რის შემდეგაც განათხოვრებული იქნა "ბენფიკაში". სამწუხაროდ ნეიმარის დის შეყვარებული ჯერჯერობით ვერც პორტუგალიაში ახერხებს იმ თამაშის დემონსტრირებას, რასაც ის "სანტოსში" აკეთებდა.

ჰალკი

რომელი ბრაზილიელი შემტევები მოხვდებიან მსოფლიო ჩემპიონატზე?

ასაკი: 31 წლის
კლუბი: შანჰაი
ნაკრებში: 47 მატჩი, 11 გოლი
მუნდიალზე მოხვედრის ალბათობა: 30%

ბრაზილიელ გიგანტი ჩინეთში გადასვლამდეც დიდად არ ეხატებოდათ გულზე სამშობლოში, თუმცა "შანჰაიში გადმობარგებით მან კიდევ უფრო შეიმცირა მუნდიალზე მოხვედრის შანსები. რაც არ უნდა იყოს, ჰალკს აქვს კლასი და გამოცდილება, შესაბამისად ესეთ ფეხბურთელზე კატეგორიულად უარის თქმა არ ღირს. ვნახოთ რას გადაწყვეტს ტიტე.


გაბრიელ ჟესუსი

რომელი ბრაზილიელი შემტევები მოხვდებიან მსოფლიო ჩემპიონატზე?

ასაკი: 20 წლის
კლუბი: მანჩესტერ სიტი
ნაკრებში: 11 მატჩი, 6 გოლი
მუნდიალზე მოხვედრის ალბათობა: 90%

ახალგაზრდა ბრაზილიელს უდიდეს მომავალს უწინასწარმეტყველებენ და უნდა ითქვას, რომ სავსებით სამართლიანადაც. ჟესუსმა ძალიან მალე აუღო ალღო სამხრეთ ამერიკელებისთვის ურთულეს პრემიერლიგას. ის ღირსეულად უწევს კონკურენციას სერხიო აგუეროს და ზოგჯერ სათადარიგოთა სკამზეც კი სვავს მას. ბრაზილიელი გულშემატკივრების აზრით, სწორედ გაბრიელია ის ღირსეული 9 ნომერი ნაკრებში, რომელიც რონალდოს წასვლის შემდეგ "სელესაოს" არ ჰყოლია.

ლუკას მოურა

რომელი ბრაზილიელი შემტევები მოხვდებიან მსოფლიო ჩემპიონატზე?

ასაკი: 25 წლის
კლუბი: პსჟ
ნაკრებში: 36 მატჩი, 4 გოლი
მუნდიალზე მოხვედრის ალბათობა: 40%

ბრაზილიელი არ წაიყვანეს 2014 წლის მშობლიურ მუნდიალზე და დიდი ალბათობაა იმისა, რომ ლუკასი ვერც რუსეთში მოხვდეს 2018 წლის ზაფხულს. ფაქტია, რომ "პსჟ"-ში მოურა ვერ ახერხებს ნეიმარის, მბაპეს, დრაქსლერისა და დი მარიასთვის კონკურენციის გაწევას. ფაქტია, რომ ბრაზილიელმა სასწრაფოდ უნდა გამოიცვალოს გუნდი, წინააღმდეგ შემთხვევაში ერთ დროს უნიჭიერესი შემტევი კარიერაში მეორე მსოფლიო ჩემპიონატსაც გამოტოვებს.

ნეიმარი

რომელი ბრაზილიელი შემტევები მოხვდებიან მსოფლიო ჩემპიონატზე?

ასაკი: 25 წლის
კლუბი: პსჟ
ნაკრებში: 81 მატჩი, 52 გოლი
მუნდიალზე მოხვედრის ალბათობა: 100%

უკონკურენტო ფეხბურთელი, ნაკრების ლიდერი და მთავარი იმედი. სწორედ ნეიმარია ის ერთადერთი ხელშეუხებელი ფიგურა "სელესაოში". მან 25 წლის ასაკში უკვე ჩამოიტოვა უკან ზიკო, რივალდო, რონალდინიო და სხვები. ბრაზილიელი ქომაგები იმედოვნებენ, რომ სწორედ ნეიმარი იქნება ის წინამღძოლი, რომელიც ნაკრებს ტრიუმფამდე მიიყვანს. თავად პსჟ-ს ვარვსკვლავი კი უახლოეს მომავალში ოქროს ბურთის მოგებას აპირებს. რა თქმა უნდა მუნდიალზე წარმატების მიღწევის შემთხვევაში სანატრელი ჯილდოს მოპოვების შანსი გაიზრდება.

ოსკარი

რომელი ბრაზილიელი შემტევები მოხვდებიან მსოფლიო ჩემპიონატზე?

ასაკი: 26 წლის
კლუბი: შანჰაი
ნაკრებში: 47 მატჩი, 12 გოლი
მუნდიალზე მოხვედრის ალბათობა: 50%

ოსკარს ბრწყინვალე ევროპულ კარიერას უწინასწარმეტყველებდნენ, რადგან მან მართლაც, რომ დიდებულად დაიწყო "ჩელსიში". ბევრი მასში ახალ კაკას ხედავდა. გულშემატკივრების წარმოდგენაში ნეიმარი-კოუტინიო-ოსკარის ტრიო უნდა ყოფილიყო სწორედ ის მაგია, რომელიც სრულად ასახავდა ბრაზილიური ფეხბურთის სილამაზეს, თუმცა ჩინეთში ტრანსფერმა ეს ყველაფერი მოსპო. ახლა ოსკარის მსოფლიო ჩემპიონატზე გამგზავრება დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.

ვილიანი

რომელი ბრაზილიელი შემტევები მოხვდებიან მსოფლიო ჩემპიონატზე?

ასაკი: 29 წლის
კლუბი: ჩელსი
ნაკრებში: 49 მატჩი, 8 გოლი
მუნდიალზე მოხვედრის ალბათობა: 80%

ვერავინ წარმოიდგენდა, რომ "შახტარისა" და "ანჟის" ყოფილი ვინგერი ამხელა პროგრესს მიაღწევდა და პრემიერლიგის ერთ-ერთ ყველაზე მშრომელ ფლანგელად გადაიქცეოდა. ვილიანი სავსებით იმსახურებს იმ ადგილს, სადაც ის ახლა იმყოფება და შესაბამისად მისი მუნდიალზე მოხვედრის ალბათობაც მაღალია.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები