რომელი ბელგიელი შემტევები მოხვდებიან მსოფლიო ჩემპიონატზე? » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

რომელი ბელგიელი შემტევები მოხვდებიან მსოფლიო ჩემპიონატზე?


რომელი ბელგიელი შემტევები მოხვდებიან მსოფლიო ჩემპიონატზე?
ბელგიის ნაკრები ალბათ საფრანგეთთან ერთად ყველაზე პროგრესირებადი ეროვნული გუნდია ევროპაში, მსოფლიოში თუ არა. უკანასკნელი წლების მანძილზე "წითელი ეშმაკების" რიგებში საოცარმა თაობამ მოიყარა თავი და შესაბამისად კრიზისი, რომელიც ბელგიელებს ათწლეულების მანძილზე ჰქონდათ გადაგორდა.

რობერტო მარტინესის გუნდი მოახლოებულ მუნდიალს ერთ-ერთი ფავორიტის რანგში ხვდება, შესაბამისად ბრძოლა ნაკრებში მოსახვედრად ძალიან დიდია, განსაკუთრებით კი შეტევის ხაზში. გადავავლოთ თვალი ნაკრების ყველა კანდიდატს.

მიში ბატშუაი

რომელი ბელგიელი შემტევები მოხვდებიან მსოფლიო ჩემპიონატზე?

ასაკი: 24 წლის
კლუბი: ჩელსი
ნაკრებში: 11 მატჩი, 5 გოლი
მუნდიალზე მოხვედრის ალბათობა: 60%

პრემიერლიგის ერთ-ერთი ყველაზე მხიარული ფეხბურთელი "ჩელსის" ოქროს სათადარიგო მოთამაშის სტატუსით სარგებლობს, რადგან მან შეცვლაზე შემოსულმა უკვე არაერთი მნიშვნელოვანი გოლი გაიტანა. ცხადია, რომ დღევანდელ ბელგიის ნაკრებში მოსახვედრად ეს მიღწევა საკმარისი არ არის. ბატშუაიმ ძალიან ბევრი უნდა იშრომოს, რადგან გუნდში მისი კონკურენტი მორატაა, ნაკრებში კი ლუკაკუ.

კრისტიან ბენტეკე

რომელი ბელგიელი შემტევები მოხვდებიან მსოფლიო ჩემპიონატზე?

ასაკი: 26 წლის
კლუბი: კრისტალ პალასი
ნაკრებში: 32 მატჩი, 12 გოლი
მუნდიალზე მოხვედრის ალბათობა: 70%

ერთ დროს ლუკაკუს პირდაპირი კონკურენტის შანსები ახლა შემცირებულია. ეს გამოწვეულია "ლივერპულში" გატარებული წარუმატებელი პერიოდით. ახლა ბენტეკე კარიერის რეანიმირებას "კრისტალ პალასში" ცდილობს. რა თქმა უნდა რობერტო მარტინესი მას ხედავს სამუნდიალო 23-ეულში, თუმცა სასტარტოში ადგილისთვის ბრძოლა ლუკაკუსთან ამ ეტაპზე წაგებულია.

იანიკ ფერეირა კარასკო

რომელი ბელგიელი შემტევები მოხვდებიან მსოფლიო ჩემპიონატზე?

ასაკი: 24 წლის
კლუბი: ატლეტიკო
ნაკრებში: 21 მატჩი, 5 გოლი
მუნდიალზე მოხვედრის ალბათობა: 80%

მართალია მიმდინარე სეზონში მადრიდის "ატლეტიკოს" საქმეები არც თუ ისე კარგად მიდის, მაგრამ ეს ფაქტი სულაც არ აკნინებს კარასკოს კლასს. ბელგიელმა "ინდიელთა" ჩემპიონთა ლიგის ვიცე-ჩემპიონობაში დიდი წვლილი შეიტანა. კარასკო ერთ-ერთი საუკეთესოა, როგორც გუნდში, ისე ნაკრებშიც და ცხადია, რომ მისთვის ადგილი აუცილებლად მოიძებნება.

კევინ დე ბრუინი

რომელი ბელგიელი შემტევები მოხვდებიან მსოფლიო ჩემპიონატზე?

ასაკი: 26 წლის
კლუბი: მანჩესტერ სიტი
ნაკრებში: 53 მატჩი, 12 გოლი
მუნდიალზე მოხვედრის ალბათობა: 100%

იმის შესახებ საუბარი უსასრულოდ შეიძლება თუ როგორ ფეერიულ სეზონს ატარებს დე ბრუინი წელს. "სიტის" შემტევი ამ წუთისთვის ყველაზე მაგარი ბელგიელია (ცხადია აზართან ერთად). მისი ნაკრებში ყოფნა ეჭვს არ იწვევს, ისევე როგორც მისი კლასი. გულშემატკივრების აზრით, 2018 წლის მუნდიალი დე ბრუინის კარიერაში კიდევ ერთი ნაბიჯი იქნება იმ მწვერვალისკენ, სადაც ბინადრობენ საფეხბურთო ტიტანები.

ედენ აზარი

რომელი ბელგიელი შემტევები მოხვდებიან მსოფლიო ჩემპიონატზე?

ასაკი: 26 წლის
კლუბი: ჩელსი
ნაკრებში: 80 მატჩი, 20 გოლი
მუნდიალზე მოხვედრის ალბათობა: 100%

ბელგიის ნაკრების ლიდერი, რომელსაც რონალდუსა და მესის ეპოქის დასრულების შემდეგ, ოქროს ბურთის მოპოვებას უწინასწარმეტყველებენ. აზარზე ძალიან ბევრი რამ იქნება დამოკიდებული მოახლოებულ მუნდიალზე. პირველ რიგში "ჩელსის" 10-იანს დასამტკიცებელი აქვს ის, რომ მას ტყუილად არ მოიაზრებენ მსოფლიოს მომავალ საუკეთესო ფეხბურთელად.

ადნან იანუზაი

რომელი ბელგიელი შემტევები მოხვდებიან მსოფლიო ჩემპიონატზე?

ასაკი: 22 წლის
კლუბი: სოსიედადი
ნაკრებში: 6 მატჩი, 0 გოლი
მუნდიალზე მოხვედრის ალბათობა: 20%

დევიდ მოიესის აღმოჩენა ერთ დროს პერსპექტიულ ახალგაზრდად ითვლებოდა, თუმცა იმის შემდეგ ის ვერ განვითარდა. იანუზაი ხშირად იცლის კლუბებს, მისი სატრანსფერო ფასი კი ისევე როგორც მისი ნაკრებში მოხვედრის შანსები სეზონიდან სეზონამდე იკლებს. ახლა სხვაობა მოიესის შეგირდსა და სხვა ბელგიელ შემტევებს შორის (აზარი, დე ბრუინი, მერტენსი, კარასკო) უდიდესია. სასწაული უნდა მოხდეს, რომ ექს-მანჩესტერელი ზაფხულში რუსეთში ვიხილოთ.

რომელუ ლუკაკუ

რომელი ბელგიელი შემტევები მოხვდებიან მსოფლიო ჩემპიონატზე?

ასაკი: 24 წლის
კლუბი: მანჩესტერ იუნაიტედი
ნაკრებში: 61 მატჩი, 25 გოლი
მუნდიალზე მოხვედრის ალბათობა: 100%

ბელგიის ნაკრების მთავარი გოლეადორი მოახლოებულ მსოფლიო პირველობას მოუთმენლად ელის. ახალ კლუბში ლუკაკუ ძალიან კარგ სეზონს ატარებს (17 მატჩი, 11 გოლი) და პრემიერლიგის ყველაზე ძვირადღირებული შენაძენის სტატუსს სრულფასოვნად ამართლებს. ერთი სიტყვით, არსებობს ყველა წინაპირობა საიმისოდ, რომ "იუნაიტედის" 9-იანი რუსეთის მოედნებზე ვიხილოთ.

დრის მერტენსი

რომელი ბელგიელი შემტევები მოხვდებიან მსოფლიო ჩემპიონატზე?

ასაკი: 30 წლის
კლუბი: ნაპოლი
ნაკრებში: 60 მატჩი, 13 გოლი
მუნდიალზე მოხვედრის ალბათობა: 90%

მერტენსმა მაურიციო სარის ხელში საოცარი პროგრესი განიცადა და სერია ა-ს ერთ-ერთ საუკეთესო ფორვარდად ჩამოყალიბდა. გასულ სეზონში მან გაიტანა 34 გოლი, წელს მის ანგარიშზე უკვე 12 ბურთია. ცხადია, რომ ესეთი მაღალი შედეგიანობის მქონე შემტევი ნაკრებში აუცილებლად იქნება. ნეაპოლელი თანაბრად ეფექტურია როგორც საჯარიმოში, ისე ფლანგზეც.


კევინ მირალასი

რომელი ბელგიელი შემტევები მოხვდებიან მსოფლიო ჩემპიონატზე?

ასაკი: 30 წლის
კლუბი: ევერტონი
ნაკრებში: 56 მატჩი, 10 გოლი
მუნდიალზე მოხვედრის ალბათობა: 70%

ერთ დროს ევროპის უნიჭიერესმა ახალგაზრდა შემტევმა ვერ გაამართლა ის ნდობა, რასაც მას უცხადებდნენ. მირალასი ვერ გასცდა "ევერტონს" და შესაბამისად ტოპ-კლუბის გარეშე დარჩენილმა ბელგიელმა ზრდა შეწყვიტა. პერიოდულად ის ლივერპულურ გუნდშიც კი კარგავს ძირითადში ადგილს, რაც მის ნაკრებში მოხვედრის შანსებს ამცირებს. საერთო ჯამში მირალასი ჯერ კიდევ არის სამუნდიალო კანდიდატი, თუმცა არა ისეთი რეალური, როგორც რამდენიმე წლის წინ.

დივოკ ორიგი

რომელი ბელგიელი შემტევები მოხვდებიან მსოფლიო ჩემპიონატზე?

ასაკი: 22 წლის
კლუბი: ვოლფსბურგი
ნაკრებში: 22 მატჩი, 3 გოლი
მუნდიალზე მოხვედრის ალბათობა: 50%

ორიგიმ ვერ შეძლო "ლივერპულში" დამკვიდრება და მივლინებით "ვოლფსბურგში" წავიდა. ახალგაზრდა ფორვარდისთის გერმანული კლუბი არის პროგრესისა და დამკვიდრების შესაძლებლობა. ჯერჯერობით კი ორიგის შანსები არც თუ ისე მაღალია. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ 2014 წლის მუნდიალიდან მოყოლებული "ლივერპულელს" ძალიან კარგად ეხერხება ლუკაკუს შეცვლა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები