"კინაღამ ინვალიდი დავრჩი", - კაკას ისტორია, რომელიც ხელფასის 10%-ს ეკლესიას ურიცხავდა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

"კინაღამ ინვალიდი დავრჩი", - კაკას ისტორია, რომელიც ხელფასის 10%-ს ეკლესიას ურიცხავდა


როგორც ვიცით, ცოტა ხნის წინ, "ადიდასის" მოწვევით მოსკოვში ფეხბურთის ვარვსკვლავები იყვნენ ჩასულები, რომლებიც 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ოფიციალური ბურთის პრეზენტაციას დაესწრნენ.

მოწვეულთა შორის იყო ლეგენდარული კაკაც, რომელმაც სულ ცოტა ხნის წინ დაასრულა კარიერა. ცხადია ბრაზილიელის ვიზიტი რუს ჟურნალისტებს არ გამოჰპარვიათ. ყველაზე ცნობილმა გამოცემამ, Championat-მა კაკას ძალიან საინტერესო ინტერვიუ ჩამოართვა, რომელშიც რიკიმ თითქმის მთელი თავისი საფეხბურთო გზა გაიხსენა.

"კინაღამ ინვალიდი დავრჩი", - კაკას ისტორია, რომელიც ხელფასის 10%-ს ეკლესიას ურიცხავდა

როგორ მოგწონს ახალი ბურთი?
ამ წუთას ვნახე ის. ჯერჯერობით მასთან ერთად არ მირბენია.

საუკეთესო გოლი შენს კარიერაში?
რამდენიმე განსაკუთრებულს გამოვარჩევდი, მაგალითად, "მანჩესტერ იუნატედისთვის" გატანილი ბურთი ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალში, 2007 წელს.
(გავიხსენოთ კაკას გოლი მანჩესტერის კარში)


ჰაინცე და ევრა არ შეგეცოდათ? იმ თამაშის მერე მათ ცუდად ეძინათ.
იმ მომენტში მსგავს რაღაცაზე არ მიფიქრია, თუმცა მე ყველა მეტოქეს პატივს ვცემ.

როგორც ჩანს, ევრა ჯერ კიდევ ანერვიულებულია, ცოტა ხნის წინ, მან გულშემატკივარს ფეხი ჩაარტყა, თუმცა ეს ალბათ შენი ბრალი არ არის...
დიახ, ჩემი ბრალი არ არის.

მართალია, რომ კარიერის დასაწყისში შეგეძლო ერთ-ერთ რუსულ კლუბში აღმოჩენილიყავი?
ოფიციალური წინადადება არ ყოფილა, თუმცა რამდენიმე მოსკოვურ გუნდზე საუბარი მართლაც იყო.

"ცსკა" მათ შორის იყო?
უკვე არც მახსოვს.

რომელ გუნდებში შეგეძლოთ რეალურად გადასვლა?
"ლევერკუზენი", "ბრეშია", "მანჩესტერ სიტი", "ჩელსი".

როგორ გაჩნდა მეტსახელი "კაკა" ?
ბავშვობაში ჩემი ძმა ვერ ამბობდა სახელს რიკარდოს, ის უბრალოდ კაკას მეძახდა.

რუსულ ენაზე ეს მეტსახელი უცნაურად ჟღერს. რაიმე მნიშვნელობა აქვს ამ სახელს?
ჩემთვის ის ბევრ რამეს ნიშნავს.

უკვე მთელი მსოფლიოსთვისაც ბევრს ნიშნავს, მაგრამ ითარგმნება თუ არა ეს სახელი პორტუგალიური ენიდან?
არა, ეს არის უბრალოდ სახელი, რომელსაც ჩემი ძმა მეძახდა.

"კინაღამ ინვალიდი დავრჩი", - კაკას ისტორია, რომელიც ხელფასის 10%-ს ეკლესიას ურიცხავდა

18 წლის ასაკში კინაღამ ინვალიდად დარჩი. რა მოხდა მაშინ?
აუზში ჩავხტი უიღბლოდ, ფსკერს თავი დავარტყი და კისერი დავიზიანე. 2 თვე გაუნძრევლად ვიყავი. ექიმები თვლიდნენ, რომ ძალიან იღბლიანი ვარ, რადგან ყველაფერი შეიძლებოდა ინვალიდობით დასრულებულიყო. მადლობა უფალს, რომ ჩემი ცხოვრება გადაარჩინა.

იმ ინციდენტის შემდეგ, ხელფასის 10%-ს ეკლესიას უტივებთ?
საუბარია მეათედზე. მე ამას ბიბლიური მცნების გამო ვაკეთებ, ის ტრავმა არაფერ შუაშია.

კისერის დაზიანების შემდეგ, ალბათ აუზებს აღარ გაჰკარებიხარ...
რამდენიმე წლის შემდეგ, მე სრულიად გამოვჯანმრთელდი და აუზშიც ჩვეულებრივად შევდივარ.

მართალია, რომ მკურნალობის დროს დაისახე 10 მიზანი კარიერაში?
არა. მე ეს ჩამონათვალი მოგვიანებით შევადგინე, როდესაც პროფესიონალი ფეხბურთელი გავხდი.

რამდენი პუნქტი შეასრულეთ?
10-ვე.

"კინაღამ ინვალიდი დავრჩი", - კაკას ისტორია, რომელიც ხელფასის 10%-ს ეკლესიას ურიცხავდა

მსოფლიო ჩემპიონობა მერამდენე პუნქტი იყო?
მსგავსი რამ არ ყოფილა. ეროვნულ ნაკრებში უბრალოდ თამაში იყო უკანასკნელი მიზანი სიაში.

ჩემპიონთა ლიგის ფინალში 3:0-ს იგებდით, თუმცა გამარჯვება ხელიდან გაუშვით. ეს ყველაზე ცუდი დღე იყო შენს ცხოვრებაში?
ეს იყო ისტორიული დღე. მე გაკვეთილი მივიღე და ჩემს თავზე გამოვცადე, რომ ფეხბურთში ყველაფერი შეიძლება მოხდეს.

ვინ არის ყველაზე მხიარული და გადარეული ფეხბურთელი, რომელთან ერთადაც გითამაშიათ?
ორს დავასახელებ, რობინიო და მარსელო.

"კინაღამ ინვალიდი დავრჩი", - კაკას ისტორია, რომელიც ხელფასის 10%-ს ეკლესიას ურიცხავდა

რა არის მათში ესეთი განსაკუთრებული?
მათ საუბრის თავისებური მანერა აქვთ. ისინი მუდამ რაღაცას იგონებენ კრეატიულად. ნებისმიერ სიტუაციაში ხუმრობენ. მათთან ერთად ტელევიზორის ყურების ან მუსიკის მოსმენის დროს ძალიან ბევრს იცინებ.

ვინ არის პირველი რუსი ფეხბურთელი, რომელიც ახლა გახსენდება?
არშავინი.

ვინ არის მეორე ფეხბურთლი ბრაზილიის ნაკრებში ნეიმარის შემდეგ?
გაბრიელ ჟესუსი.

თუ მოვილაპარაკებთ, "ზენიტში" ან "სპარტაკში" გადმოხვალ სათამაშოდ?
დიახ (იცინის).

ბრაზილიელები როდის იძიებენ შურს გერმანელებზე?
არ მაქვს იმის განცდა, რომ შურია საძიებელი.

გინდა, რომ "ბარსელონა" ესპანეთის ჩემპიონატში დარჩეს?
დიახ.

მესი თუ რონალდუ?
ორივე.

"კინაღამ ინვალიდი დავრჩი", - კაკას ისტორია, რომელიც ხელფასის 10%-ს ეკლესიას ურიცხავდა

ვინ არის ერთადერთი ფეხბურთელი, რომელმაც ოქროს ბურთისთვის ბრძოლა მესისა და რონალდუს მოუგო?
მე.

რომელია მთავარი ტიტული შენს კარიერაში?
მსოფლიო ჩემპიონატის თასი.

გავიხსენოთ, რიკარდო კაკა ბარსელონას წინააღმდეგ

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები