"როგორ მოვაწონოთ გოგოს თავი? ჰეთ-თრიკი საკმარისია", - ინტერვიუ დელ პიეროსთან » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

"როგორ მოვაწონოთ გოგოს თავი? ჰეთ-თრიკი საკმარისია", - ინტერვიუ დელ პიეროსთან


ალესანდრო დელ პიერო თავის 43-ე დაბადების დღეზე მოსკოვში ჩაფრინდა, სადაც მსოფლიო ჩემპიონატის ოფიციალური ბურთის პრეზენტაციას დაესწრო. "იუვენტუსის" ექს-კაპიტანს ძალიან მოეწონა "ადიდასის" ახალი ქმნილება:

"ბრწყინვალე ბურთია. ერთი სული მაქვს როდის ვითამაშებ, მაგრამ არის ერთი პრობლემა, მე მუნდიალზე არ ვიქნები, " - ხუმრობს ლეგენდარული 10-იანი.

"როგორ მოვაწონოთ გოგოს თავი? ჰეთ-თრიკი საკმარისია", - ინტერვიუ დელ პიეროსთან

კარიერის დასრულების მიუხედავად, დელ პიერო კვლავ ძალიან დაკავებულია, თუმცა ინტერვიუსთვის რამდენიმე წუთის გამონახვა მან მაინც მოახერხა.

ალესანდრო, რომელ აპლიკაციებს იყენებთ ყველაზე ხშირად?
"ინსტაგრამი", "ფეისბუკი", "გუგლი". სმარტფონში თამაშებიც მაქვს. ჩემი ფერმა მქონდა, სადაც ვაჭმევდი ცხოველებს და მცენარეებზეც ვზრუნავდი. ახლა სამი შვილი მყავს და ზოგჯერ მათთან ერთადაც მიწევს ამ ყველაფრის გაკეთება. უფროსმა შვილმა "Clash of Clans"-ის თამაში მასწავლა. აგრეთვე მომწონს "Mario". მე მას ჯერ კიდევ მაშინ ვთამაშობდი, როდესაც ის ახალი გამოსული იყო, ახლა კი უკვე მერვე ნაწილი არსებობს. ეს თამაში მახსენებს თუ რამხელა დრო არის გასული.

ბოლოს როდის იყავით კინოში?
ცოტა ხნის წინ. ბავშვებთან ერთად ვუყურე მულტფილმს.

ფეხბურთელობის დროს ვარცხნილობას როგორ უვლიდით?
იტალიელებს გვიყვარს ვარცხნილობაზე ზრუნვა. კარიერის უმეტესი ნაწილი გრძელი თმებით გავატარე. წინასამატჩო მოთელვის შემდეგ სარკის წინ დიდ დროს ვატარებდი, თუმცა რამდენიმე ახტომის მერე ისევ მოსაწესრიგებელი მქონდა ხოლმე თმა.

"როგორ მოვაწონოთ გოგოს თავი? ჰეთ-თრიკი საკმარისია", - ინტერვიუ დელ პიეროსთან

ვინ არის ყველაზე მოდური ფეხბურთელი, ვისთან ერთადაც გითამაშიათ?
"იუვენტუსში" მყავდა ერთი თანაგუნდელი ჟულიო სეზარ და სილვა, რომელიც მუდამ მაოცებდა. ყოველი ვარჯიშის შემდეგ ის კლასიკურ კოსტუმს იცვამდა. მას ძალიან მოსწონდა იტალიური ტანსაცმელი, რადგან გოგოებისთვის ის ძალიან ეფექტურად გამოიყურებოდა.

როგორ მოვაწონოთ გოგოს თავი? დელ პიეროს მეთოდი...
შეასრულეთ ჰეტ-ტრიკი, ეს საკმარისი იქნება.


ვინ არის საუკეთესო ფეხბურთელი ახლა?
კვლავ მესი.

"როგორ მოვაწონოთ გოგოს თავი? ჰეთ-თრიკი საკმარისია", - ინტერვიუ დელ პიეროსთან

დღეში რამდენი გვერდის წაკითხვა შეგიძლიათ?
ზოგჯერ 50-ზე მეტს ვკითხულობ, ზოგჯერ კი უკვე მეორე ფურცელზე მეძინება, წიგნს გააჩნია. ძალიან მიყვარს ასტრონომია.

ბოლოს როდის გამოიყენეთ მტვერსასრუტი?
რამდენიმე თვის წინ, სამზარეულოში.

რომელია თქვენი საყვარელი სალანძღავი სიტყვა იტალიურად?
ჩვენ ხშირად ვხმარობთ "cazzo"-ს. გამოთქმა "Cazzo Vaffanculo"-ს იტალიელები თითქმის ყოველთვის იყენებენ.

ვუთხრა ეს მასიმო კარერას?
უთხარი (იცინის).


"როგორ მოვაწონოთ გოგოს თავი? ჰეთ-თრიკი საკმარისია", - ინტერვიუ დელ პიეროსთან

"იუვენტუსის" ჩემპიონთა ლიგის მოგება თუ ულიმიტო ინტერნეტის ბარათი?
მე უკვე მოვიგე ლიგა 1996-ში, ამიტომ ბარათს ავირჩევ. ეს ხუმრობით, ფეხბურთი ჩემთვის ყველაფერზე მნიშვნელოვანია.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები