ტორესი ინგლისში შეიძლება დიეგო კოშტას ტრანსფერის გამო დაბრუნდეს » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ტორესი ინგლისში შეიძლება დიეგო კოშტას ტრანსფერის გამო დაბრუნდეს


ტორესი ინგლისში შეიძლება დიეგო კოშტას ტრანსფერის გამო დაბრუნდეს
"ატლეტიკოს" თავდამსხმელი, ფერნანდო ტორესი შეიძლება ამ ზამთარს ინგლისის ჩემპიონატში დაბრუნდეს, იტყობინება The Sun.

33 წლის ფეხბურთელი "ნიუკასლისა" და "საუთჰემპტონის" ვარიანტებს განიხილავს.

შეგახსენებთ, ზათარში მადრიდული კლუბის რიგებს თავდამსხმელი, დიეგო კოშტა შეავსებს. ასე და ამგვარად, ტორესი, რომელმაც სასტარტო შემადგენლობაში ადგილი უკვე დაკარგა, დიდი ალბათობით, თადარიგში კიდევ უფრო დიდხანს დარჩება.

ამ სეზონში ესპანელი ლა ლიგის მხოლოდ და მხოლოდ ორ მატჩში მოგვევლინა ძირითად თერთმეტეულში.

ტორესს მთლიანობაში 2016/17 წლების სეზონში ექვსი შეხვედრა აქვს ჩატარებული, მაგრამ თავი შედეგიანობით არ გამოუჩენია.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები