ბარსელონა ზამთარში ცენტრალურ მცველს შეიძენს » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ბარსელონა ზამთარში ცენტრალურ მცველს შეიძენს


ბარსელონა ზამთარში ცენტრალურ მცველს შეიძენს
"ბარსელონას" მთავარ მწვრთნელს, ერნესტო ვალვერდეს ზამთრის სატრანსფერო ბაზარზე გუნდის ცენტრალური მცველით გაძლიერება უნდა, იტყობინება გავლენიანი ესპანური გამოცემა Mundo Deportivo.

აღინიშნება, რომ სპეციალისტი აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით "ლურჯ-ბროწეულისფერთა" ხელმძღვანელებს უკვე ესაუბრა.

ვალვერდეს თავისი გუნდის რიგებში იმ ფეხბურთელის ხილვა სურს, რომელიც ესპანეთის ჩემპიონატში ან ევროპის ერთ-ერთ ტოპ-ჩემპიონატში ასპარეზობს.

შეგახსენებთ, ზაფხულის სატრანსფერო ბაზარზე "ბარსელონას" "ბენფიკადან" მცველი, ნელსონ სემედუ, "გუანჩჯოუ ევერგრანდიდან" ნახევარმცველი, პაულინიო, ხოლო "დორტმუნდიდან" თავდამსხმელი, უსმან დემბელე შეუერთდნენ.

11 ტურის შემდეგ, კატალონიელები ესპანეთის ჩემპიონატში 31 ქულით პირველ ადგილს იკავებენ.

ლევან სალუქვაძე: "ცოტა გონზე მოდით და უნამუსობას ნუ აპრავებთ"


კიელინის კურიოზული სიმულაცია შვედეთთან მატჩში


რაგბის კომენტატორი: "საქართველოში მხოლოდ რაგბზე დადის 35 000 მაყურებელი მუდმივად"


რაიო ვალეკანოს ფეხბურთელების წლის ფეირ პლეი


არგენტინასთან მატჩის შემდეგ მოსკოვში სტადიონის დაცლას 1 საათი დასჭირდა


რუმინეთში პენალტი მესისა და სუარესის სტილში გაითამაშეს


კურიოზული ეპიზოდი ფედერერის შეხვედრიდან


ისკო მძიმე ტრავმას გადაურჩა


ასევე, გავიხსენოთ სუარესისა და მესის ულამაზესი პენალტი


ასევე, გავიხსენოთ ბუსკეტსის კურიოზული სიმულაცია

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები