ვესტ ჰემის მცველმა ნაპოლის, იუვენტუსისა და მილანის ყურადღება მიიპყრო » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ვესტ ჰემის მცველმა ნაპოლის, იუვენტუსისა და მილანის ყურადღება მიიპყრო


ვესტ ჰემის მცველმა ნაპოლის, იუვენტუსისა და მილანის ყურადღება მიიპყრო
ცნობილი აგენტი, ფრანჩესკო ლინგენტი აცხადებს, რომ იტალიურ კლუბებს "ვესტ ჰემის" მცველის, არტურ მასუაკუს ხელში ჩაგდება სურთ.

24 წლის ფრანგისადმი ინტერესს "ნაპოლი", "იუვენტუსი", "მილანი" და "ჯენოა" იჩენენ.

"არტურს "ნაპოლის" 3 წლის წინ ვთავაზობდი, შემდეგ კიდევ ერთხელ, ახლა კი, როგორც ჩანს, ნეაპოლელები "იუვენტუსთან", "ჯენოასთან" და "მილანთან" ერთად უმიზნებენ ფეხბურთელს", - ციტირებს ლინგენტის სიტყვებს CalcioNapoli24.

"რა თქმა უნდა, მოლაპარაკებებიც იყო. "იუვენტუსი" ჯერ კიდევ ოთხი წლის წინ ინტერესდებოდა ფეხბურთელით, როცა "ვალანსიენში" თამაშობდა".

"ვესტ ჰემს" დაახლოებით 10 მილიონი ევროს მიღება სურს, რადგან კლუბმა ფეხბურთელის სანაცვლოდ "ოლიმპიაკოსს" 2016 წელს 7 მილიონი ევრო გადაუხადა", - დასძინა აგენტმა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები