კოუტინიო ბარსელონაში შესაძლო გადასვლაზე ოფიციალურ განცხადებას აკეთებს! » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

კოუტინიო ბარსელონაში შესაძლო გადასვლაზე ოფიციალურ განცხადებას აკეთებს!


კოუტინიო ბარსელონაში შესაძლო გადასვლაზე ოფიციალურ განცხადებას აკეთებს!
"ლივერპულის" ნახევარმცველმა, ფილიპე კოუტინიომ განაცხადა, რომ სამუშაო ადგილის შეცვლა არ უნდა.

აქამდე არსებული ინფორმაციით, "ბარსელონა" მზადაა ბრაზილიელი ჰავბეკის სანაცვლოდ ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე 120 მილიონი ევრო გადაიხადოს.

"მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო ლიგაში ვთამაშობ. ბედნიერი ვარ", - ციტირებს კოუტინიოს სიტყვებს Goal.

"ამჟამად ნაკრებზე კონცენტრირებაა საჭირო (14 ნოემბერს ბრაზილია ინგლისს დაუპირისპირდება). ყოველ დღე თავდაუზოგავად ვმუშაობ, რათა უკეთესი გავხდე, უფრო მრავალფეროვანი ფეხბურთელი".

შეგახსენებთ, ზაფხულში "ბარსელონა" არაერთხელ სცადა კოუტინიოს ხელში ჩაგდება, თუმცა "ლივერპული" 25 წლის ფეხბურთელის გაყიდვაზე უარს აცხადებდა.

ფილიპემ სეზონის სტარტი ტრავმის გამო გამოტოვა, შემდეგ კი საკლუბო დონეზე 9 მატჩი ჩაატარა, 4 გოლი გაიტანა და 3 შედეგიანი პასიც ჩაიწერა აქტივში.

ლევან სალუქვაძე: "ცოტა გონზე მოდით და უნამუსობას ნუ აპრავებთ"


კიელინის კურიოზული სიმულაცია შვედეთთან მატჩში


რაგბის კომენტატორი: "საქართველოში მხოლოდ რაგბზე დადის 35 000 მაყურებელი მუდმივად"


რაიო ვალეკანოს ფეხბურთელების წლის ფეირ პლეი


არგენტინასთან მატჩის შემდეგ მოსკოვში სტადიონის დაცლას 1 საათი დასჭირდა


რუმინეთში პენალტი მესისა და სუარესის სტილში გაითამაშეს


კურიოზული ეპიზოდი ფედერერის შეხვედრიდან


ისკო მძიმე ტრავმას გადაურჩა


ასევე, გავიხსენოთ სუარესისა და მესის ულამაზესი პენალტი


ასევე, გავიხსენოთ ბუსკეტსის კურიოზული სიმულაცია

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები