საბოლოოდ გადაწყდა: რეალი ბეილს ტრანსფერზე დააყენებს! » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

საბოლოოდ გადაწყდა: რეალი ბეილს ტრანსფერზე დააყენებს!


საბოლოოდ გადაწყდა: რეალი ბეილს ტრანსფერზე დააყენებს!
"რეალი" სეზონის დასრულების შემდეგ თავდამსხმელ გარეტ ბეილს ტრანსფერზე დააყენებს.

ავტორიტეტული ესპანური გამოცემა AS-ის ცნობით, მადრიდულმა კლუბმა ფეხბურთელის შემცვლელის ძიება უკვე დაიწყო.

აქამდე არსებული ინფორმაციით, "სამეფო კლუბს" "პარი სენ ჟერმენის" ფორვარდის, ნეიმარის შეძენა უნდა.

აღინიშნება, რომ "რეალის" ხელმძღვანელობა ბეილის ხშირი ტრავმიანობით უკმაყოფილოა.

მოგეხსენებათ, ბეილი მადრიდში 2013 წელს გადაბარგდა, მას შემდეგ კი ტრავმა 24-ჯერ (!) მიიღო. სწორედ ამიტომ, გარეტმა მატჩების მხოლოდ 55 პროცენტში მიიღო მონაწილეობა.

ბეილს "რეალთან" მოქმედი კონტრაქტის ვადა 2021/22 წლების სეზონის ბოლოს ეწურება. ამ სეზონში მან ყველა ტურნირზე ერთად 11 მატჩი ჩაატარა, 3 გოლი გაიტანა და ამდენივე ასისტიც მიითვალა.

ლევან სალუქვაძე: "ცოტა გონზე მოდით და უნამუსობას ნუ აპრავებთ"


კიელინის კურიოზული სიმულაცია შვედეთთან მატჩში


რაგბის კომენტატორი: "საქართველოში მხოლოდ რაგბზე დადის 35 000 მაყურებელი მუდმივად"


რაიო ვალეკანოს ფეხბურთელების წლის ფეირ პლეი


არგენტინასთან მატჩის შემდეგ მოსკოვში სტადიონის დაცლას 1 საათი დასჭირდა


რუმინეთში პენალტი მესისა და სუარესის სტილში გაითამაშეს


კურიოზული ეპიზოდი ფედერერის შეხვედრიდან


ისკო მძიმე ტრავმას გადაურჩა


ასევე, გავიხსენოთ სუარესისა და მესის ულამაზესი პენალტი


ასევე, გავიხსენოთ ბუსკეტსის კურიოზული სიმულაცია

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები