ვერმაელენი შეიძლება ინტერში გადავიდეს » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ვერმაელენი შეიძლება ინტერში გადავიდეს


ვერმაელენი შეიძლება ინტერში გადავიდეს
"ბარსელონას" მცველი, ტომას ვერმაელენი იანვარში შეიძლება იტალიის ჩემპიონატში დაბრუნდეს.

როგორც Tuttosport იტყობინება, "ინტერი" განიხილავს 31 წლის ბელგიელის დამატების ვარიანტს.

ცნობისთვის, ფეხბურთელი კატალონიელთა რიგებში გასულ ზაფხულს დაბრუნდა და ამ სეზონში მხოლოდ და მხოლოდ ერთი შეხვედრა ჩაატარა.

შეგახსენებთ, 2016/17 წლების სეზონი ვერმაელენმა იჯარის წესით "რომაში" გაატარა - "მგლების" ღირსება ტომასმა 12 მატჩში დაიცვა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები