გორეცკას კარიერის გაგრძელება ინგლისში სურს » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

გორეცკას კარიერის გაგრძელება ინგლისში სურს


გორეცკას კარიერის გაგრძელება ინგლისში სურს
გელზენკირხენის "შალკეს" ნახევარმცველს, ლეონ გორეცკას, სურს, რომ კარიერა ინგლისის პრემიერ ლიგაში გააგრძელოს.

ესპანური სპორტული გამოცემა "Sport" იტყობინება, რომ 22 წლის გერმანელს საკუთარი თავის ნისლიან ალბიონზე გამოცდა მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი.

გორეცკას მიმართ ამჟამად არაერთი ინგლისური კლუბი ინტერესდება, მათ შორის ლონდონის "ჩელსი", "ლივერპული" და ლონდონის "ტოტენჰემი".

ლეონ გორეცკა "შალკეს" მიმდინარე სეზონის დასრულებისთანავე დატოვებს და თავისუფალი აგენტი გახდება.
ასევე იხილეთ თემაზე:
შალკე 04ტრანსფერები ლეონ გორეცკა

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები