არსენალმა ფეკირის 60 მლნ გირვანქა სტერლინგიანი ტრანსფერი შეათანხმა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

არსენალმა ფეკირის 60 მლნ გირვანქა სტერლინგიანი ტრანსფერი შეათანხმა


არსენალმა ფეკირის 60 მლნ გირვანქა სტერლინგიანი ტრანსფერი შეათანხმა
გავლენიანი ბრიტანული გამოცემა Sky Sports იტყობინება, რომ ლონდონის "არსენალი" "ლიონის" თავდამსხმელ ნაბილ ფეკირთან კონტრაქტის გაფორმებასთან ძალიან ახლოსაა.

"მეთოფეები" 24 წლის ფორვარდის სანაცვლოდ 60 მილიონ ფუნტ სტერლინგს გადაიხდიან. ვარაუდობენ, რომ ტრანსფერი უახლოეს პერიოდში გაოფიციალურდება.

აქამდე არსებული ცნობით, ფეკირისადმი ინტერესს "რეალიც" იჩენდა. გარდა ამისა, ისიც იწერებოდა, რომ "ბარსელონას" ხელმძღვანელობას ლიონელ მესიმ ყურადღების სწორედ "ფეიქრების" შემტევზე გამახვილება ურჩია.

გასულ ზაფხულს "ლიონიდან" "არსენალში" გადავიდა ფორვარდი, ალექსანდრ ლაკაზეტი, რომელსაც ყველა საკლუბო ტურნირზე ერთად 12 მატჩი აქვს ჩატარებული და 6 გოლი გატანილი.

რაც შეეხება ფეკირს, ფრანგული კლუბის ლიდერმა ამ სეზონში 15 შეხვედრა გამართა და თავი 12 გატანილი ბურთით გამოიჩინა.

ლევან სალუქვაძე: "ცოტა გონზე მოდით და უნამუსობას ნუ აპრავებთ"


კიელინის კურიოზული სიმულაცია შვედეთთან მატჩში


რაგბის კომენტატორი: "საქართველოში მხოლოდ რაგბზე დადის 35 000 მაყურებელი მუდმივად"


რაიო ვალეკანოს ფეხბურთელების წლის ფეირ პლეი


არგენტინასთან მატჩის შემდეგ მოსკოვში სტადიონის დაცლას 1 საათი დასჭირდა


რუმინეთში პენალტი მესისა და სუარესის სტილში გაითამაშეს


კურიოზული ეპიზოდი ფედერერის შეხვედრიდან


ისკო მძიმე ტრავმას გადაურჩა


ასევე, გავიხსენოთ სუარესისა და მესის ულამაზესი პენალტი


ასევე, გავიხსენოთ ბუსკეტსის კურიოზული სიმულაცია

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები