მოურინიოს ფორსბერგის გადაბირება სურს » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

მოურინიოს ფორსბერგის გადაბირება სურს


მოურინიოს ფორსბერგის გადაბირება სურს
"ლაიფციგისა" და შვედეთის ეროვნული ნაკრების შემტევი ნახევარმცველი, ემილ ფორსბერგი, "მანჩესტერ იუნაიტედის" ინტერესის ქვეშ მოექცა.

ცნობილი ბრიტანული გამოცემა "Daily Mail" იტყობინება, რომ "ხარების" ერთ-ერთი ლიდერით პირადად "წითლი ეშმაკების" მთავარი მწვრთნელი, ჟოზე მოურინიო, არის დაინტერესებული.

პორტუგალიელი სპციალისტი 9 ნოემბერს შვედეთისა და იტალიის ეროვნული ნაკრებების თამაშს (1:0) ესწრებოდა და ზემოთხსენებული პრესის ინფორმაციით, სწორედ ფორსბერგის თამაშს აკვირდებოდა.

ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონში 26 წლის შვედმა 9 შეხვედრაში ორი საგოლე პასის გაკეთება მოახერხა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები