ლაიფციგი ახალგაზრდა ფრანგი მცველით ინტერესდება » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ლაიფციგი ახალგაზრდა ფრანგი მცველით ინტერესდება


ლაიფციგი ახალგაზრდა ფრანგი მცველით ინტერესდება
"ლაიფციგს" "შტუტგარტის" უნიჭიერესი ცენტრალური მცველის, ბენჟამინ პავარდის, გადაბირება სურს.

"ხარების" ხელმძღვანელობა 21 წლის უნივერსალური დამცველის დამატებას ზაფხულშიც ცდილობდა, მაგრამ არ გამოუვიდა.

ბენჟამინ პავარდმა ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონი ბრწყინვალედ დაიწყო და რამდენიმე დღის წინ, უელსის ნაკრების წინააღმდეგ, საფრანგეთის ეროვნული გუნდის მაისურით სადებიუტო შეხვედრაც ჩაატარა.

"ლაიფციგი" პავარდის შეძენას გაისად ეცდება, ვინაიდან შესაძლოა გუნდი 19 წლის ამერიკელმა მცველმა, დაიო უპამეკანომ, დატოვოს.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები