ინტერს კიეზა მოუნდა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ინტერს კიეზა მოუნდა


ინტერს კიეზა მოუნდა
მილანის "ინტერმა" "ფიორენტინას" განაპირა მცველს, ფედერიკო კიეზას, დაუმიზნა.

იტალიური პრესის ინფორმაციით, "ნერაძურის" მთავარ მწვრთნელს, ლუჩიანო სპალეტის, სურს, რომ გუნდმა ზამთრაში დაცვის ხაზი გააძლიეროს და კიეზა ერთ-ერთი ალტერნატივაა.

20 წლის იტალიელმა, რომელსაც შეტევაშიც შეუძლია თამაში, მიმდინარე სეზონში 11 თამაში ჩაატარა, 2 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა გააკეთა.

მილანური გრანდის გარდა კიეზამ კიდევ რამდენიმე ევროპული კლუბის ყურადღება მიიქცია, მათ შორის "ნაპოლისა" და ტურინის "იუვენტუსის."

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები