მილანი ზამთარში დიდ ტრანსფერებს არ განახორციელებს » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

მილანი ზამთარში დიდ ტრანსფერებს არ განახორციელებს


მილანი ზამთარში დიდ ტრანსფერებს არ განახორციელებს
"მილანის" ხელმძღვანელობა ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში განსაკუთრებულ აქტიურობას არ გეგმავს.

გასულ კვირას "როსონერის" მაღალჩინოსნების შეკრება გაიმართა, რომლის დროსაც კლუბის ფინანსური მდგომარეობა განიხილეს და გარკვეული დასკვნებიც გამოიტანეს.

2016 წლიდან 1 იანვრიდან მოყოლებული მილანური გრანდი სერიოზულ წაგებაშია - დანაკარგი უკვე 32.6 მილიონ ევროს შეადგენს, ამიტომ ამჯერად მილანელები ფრთხილად იქნებიან.

კრების დასრულების შემდეგ "მილანის" გენერალურმა დირექტორმა, მარკო ფასონემ, დაადასტურა, რომ კლუბი იანვარში სერიოზული ტრანსფერების განხორციელებას არ აპირებს.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები