ნაპოლიმ ბარსელონას ნახევარმცველს დაადგა თვალი » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ნაპოლიმ ბარსელონას ნახევარმცველს დაადგა თვალი


ნაპოლიმ ბარსელონას ნახევარმცველს დაადგა თვალი
კატალონიის "ბარსელონას" ვინგერი, დენის სუარესი, "ნაპოლის" ინტერესის ქვეშ მოექცა.

იტალიური პრესის ინფორმაციით, ნეაპოლური კლუბის მთავარ მწვრთნელს, მაურიციო სარის, ზამთარში შემადგენლობის გაძლიერება სურს და ერთ-ერთ ალტერნატივად 23 წლის ესპანელი განიხილება.

დენის სუარესი ახლა "ბლაუგრანას" მაისურით არც ისე ბევრ სათამაშო პრაქტიკას იღებს, ამიტომ არ არის გამორიცხული, რომ კლუბი იანვარში მართლაც დატოვოს.

ნიჭიერმა ესპანელმა მიმდინარე სეზონში 9 თამაშში მიიღო მონაწილეობა, 2 გოლი გაიტანა და 3 ასისტი გააკეთა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები