ვაისი: "მეორე ტაიმში კაშია იმიტომ შევცვალე, რომ თავად მთხოვა" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ვაისი: "მეორე ტაიმში კაშია იმიტომ შევცვალე, რომ თავად მთხოვა"


ვაისი:
ამხანაგური მატჩი საქართველოსა და ბელარუსის ნაკრებებს შორის ქუთაისში ჩატარდა და ფრედ, 2:2 დასრულდა.

მეორე ტაიმის სტარტზე ვლადიმირ ვაისმა მოედნიდან გურამ კაშია გაიყვანა და მის ნაცვლად ლაშა დვალი ჩართო თამაშში.

"მეორე ტაიმში კაშია მოედნიდან იმიტომ გავიყვანე, რომ მან მთხოვა. მისი მოთხოვნა კი დავაკმაყოფილე.

ის კლუბშიც და ნაკრებშიც სულ ძირითად შემადგენლობაშია და ყოველთვის ბოლომდე იხარჯება", - აცხადებს ვაისი.

შეგახსენებთ, რომ მატჩის მიმდინარეობის დროს, ქართული მარშის წევრებმა საქართველოს ნაკრების წევრს გურამ კაშიას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.

ვიდეო

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები