პაპუნაშვილი: "გულშემატკივრები მთელი თამაშის განმავლობაში არ გაჩერებულან და აქტიურად გვიჭერდნენ მხარს" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

პაპუნაშვილი: "გულშემატკივრები მთელი თამაშის განმავლობაში არ გაჩერებულან და აქტიურად გვიჭერდნენ მხარს"


პაპუნაშვილი:
საქართველოს ნაკრებისა და "სარაგოსას" შემტევმა ნახევარმცველმა გიორგი პაპუნაშვილმა კვიპროსთან და ბელარუსთან გამართული მატჩები შეაფასა.

"მინდა მადლობა გადავუხადო გულშემატკივარს. ისინი მთელი თამაშის განმავლობაში არ გაჩერებულან და აქტიურად გვიჭერდნენ მხარს.

რაც შეეხება ამ ორ თამაშს, ვფიქრობ კვიპროსთან თამაშის ხარისხი არ ვარგოდა, ბელარუსთან კი ხარისხი გამოსწორებული იყო, მაგრამ ვერ მოვიგებთ.

ჩვენთვის იოლი და მარტივი მეტოქე არ არსებობს და ყველა თამაშში უნდა ვიბრძოლოთ", - აცხადებს პაპუნაშვილი.

ვლადიმირ ვაისის გუნდმა კვიპროსს 1:0 მოუგო, ბელარუსთან კი ფრედ 2:2 ითამაშა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები