ოფიციალურად: ბუფონის შემდეგ სანაკრებო კარიერა კიდევ ერთმა იტალიელმა დაასრულა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ოფიციალურად: ბუფონის შემდეგ სანაკრებო კარიერა კიდევ ერთმა იტალიელმა დაასრულა


ოფიციალურად: ბუფონის შემდეგ სანაკრებო კარიერა კიდევ ერთმა იტალიელმა დაასრულა
მას შემდეგ, რაც იტალიის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე ვერ გავიდა, ამ გუნდის ლეგენდამ ჯიჯი ბუფონმა სანაკრებო კარიერა დაასრულა.

სანაკრებო კარიერის დასრულებაზე ოფიციალური განცხადება დანიელე დე როსიმაც გააკეთა.

"ეს ჩემი ბოლო მატჩი იყო იტალიის ნაკრებში. ამ ქვეყნის მაისურით თამაში ჩემთვის დიდი პატივი იყო და ყოველთვის ბოლომდე ვიბრძოდი.

ახლა კი იტალიის ნაკრები მომავალზე უნდა აშენდეს, მე კი დროა სანაკრებო კარიერა დავასრულო", - აცხადებს დე როსი.

"რომას" ნახევარმცველი იტალიის ნაკრებში 2004 წლიდან ირიცხება და 100 მატჩზე მეტი აქვს ჩატარებული.

ლევან სალუქვაძე: "ცოტა გონზე მოდით და უნამუსობას ნუ აპრავებთ"


კიელინის კურიოზული სიმულაცია შვედეთთან მატჩში


რაგბის კომენტატორი: "საქართველოში მხოლოდ რაგბზე დადის 35 000 მაყურებელი მუდმივად"

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები