ზლატანი მუნდიალზე იქნება?! » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ზლატანი მუნდიალზე იქნება?!


ზლატანი მუნდიალზე იქნება?!
როდესაც შვედეთი ბოლოს მუნდიალზე იყო, ზლატან მაშინ ჯერ კიდევ არ ყოფილა ის ლეგენდარული ტიტანი, რომლის წინაშე ევროპა ქედს იხრის. იმ დროს იბრა დელ პიეროს, ნედვედის, ბუფონისა და კანავაროს თანაგუნდელი იყო. ამ წრეში პატარა ზლატანი ხმამაღალ განცხადებებს არ აკეთებდა, ნაკრებში კი მასზე გავლენიანები ჰენრიკ ლარსონი და ფრედი ლიუნგბერგი იყვნენ.

გერმანიის მუნდიალზე ბოსნიელმა შვედმა მხოლოდ 3 ტაიმი ითამაშა და თავი ვერაფრით დაამახსოვრა გულშემატკივარს. მოკლედ, რომ ვთქვათ, მაშინ იბრაჰიმოვიჩი სულ სხვა ფეხბურთელი იყო.

ზლატანი მუნდიალზე იქნება?!

შემდეგ საკვალიფიკაციო ეტაპებზე შვედებს მუდამ თან სდევდა წარუმატებლობა. 2010 წლის მსოფლიოს შესარჩევზე "ვიკინგებს" დანიამ და პორტუგალიამ აჯობა. ბრაზილიის მუნდიალზე კი შვედეთი ისევ კრიშტიანუ რონალდუს ნაკრების გამო ვერ მოხვდა. ზლატანმა "ევროპელ ბრაზილიელებს" 2 გოლი გაუტანა, თუმცა ეს საკმარისი არ აღმოჩნდა, რადგან იბრას დუბლს რონალდუმ ჰეტ-ტრიკი დაუპირისპირა.

კრიშტიანუ რონალდუს გოლი შვედეთს


ზლატანი განრისხებული იყო, თუმცა ბოლოს ყველაფერს ირონიულად შეხედა: "მსოფლიო ჩემპიონატი, რომელზეც არ იქნება ზლატანი, საყურებლად არ ღირს, "

იბრაჰიმოვიჩი უკვე წელიწად-ნახევარია, რაც ნაკრებიდან წავიდა. შვედეთი ზლატანის არ ყოფნაში განახლდა, თუმცა ნამდვილად არ ტოვებს მრისხანე გუნდის შთაბეჭდილებას. "ვიკინგებს" არ ჰყავთ გამოცდილი და მამაცი ლიდერი, რომელიც რუსეთის მუნდიალზე ნაკრების წინამძღოლი იქნება.

ალბათ ფეხბურთის ყველა გულშემატკივარს სურს იბრას ეროვნულ გუნდში დაბრუნება, ზლატანის გარეშე ჩატარებული მუნდიალი ხომ საყურებლად არც ღირს.

ზლატანი მუნდიალზე იქნება?!

იბრაჰიმოვიჩისთვის ასაკი მხოლოდ ციფრებია. უბრალოდ ფაქტი: შვედმა 30 წლის შემდეგ უფრო მეტი გოლი გაიტანა ვიდრე იქამდე (30-წლამდე 528 მატჩი, 232 გოლი; 30-წლის შემდეგ 311 მატჩი, 250 გოლი). ის 34 წლის ასაკში გახდა "მანჩესტერ იუნაიტედის" სეზონის საუკეთესო ბომბარდირი (46 მატჩი, 28 გოლი).

ზლატანი მუნდიალზე იქნება?!

პრემიერლიგაში სადებიუტო სეზონის მიწურულს ზლატანმა ჯვარედინი მყესები გაიწყვიტა, თუმცა ამით არაფერი დასრულებულა. შვედი დღეში 8 საათს მუშაობდა იმისთვის, რომ ფორმაში ჩამდგარიყო. 4 თვის შემდეგ, ის უკვე სრული დატვირთვით სპორტ-დარბაზში ვარჯიშობდა. მსგავსი ტემპებით კონდიციების აღდგენა ახალგაზრდა ათლეტებსაც კი არ შეუძლიათ.

ზლატან იბრაჰიმოვიჩი მძიმე ტრავმის შემდეგ ვარჯიშობს


"მსგავსი სიტუაციებში ყოფნა უფრო დიდ მოტივაციას მაძლევს. მინდა ვნახო თუ რა შეუძლია ჩემს სხეულს. მთელი კარიერა ერთი დიდი გამოწვევაა. ფეხბურთიდან არ წავალ კოჭლი და დასუსტებული, თუ საჭირო იქნება წყალზეც გავივლი, "

ზლატანი მუნდიალზე იქნება?!

შვედი გულშემატკივრებისთვის ის უკვე გახდა ნახევრად-ღმერთი. სკანდინავიელები ადიდებენ მას ნებისმიერ ქუჩაზე და ყოველი მატჩის წინ. ნაკრებში დაბრუნებისა და მუნდიალზე წარმატების მიღწევის შემთხვევაში, იბრა საბოლოოდ გახდება ყველაზე დიადი პიროვნება, ვინც კი ყოფილა შვედურ მიწაზე.

შვედი გულშემატკივრები იბრაჰიმოვიჩს უმღერიან


ანრი: "რატომ არ არის "მანჩესტერის" დიდების" დარბაზში ზლატანის ფოტო?"

იბრა: "უბრალოთ მათ არ იციან, თუ როგორ გამოიყურება ღმერთი,"

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები