რონალდუს რეალიდან წასვლა უნდა, პერესი წინააღმდეგია » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

რონალდუს რეალიდან წასვლა უნდა, პერესი წინააღმდეგია


რონალდუს რეალიდან წასვლა უნდა, პერესი წინააღმდეგია
"რეალის" თავდამსხმელმა, კრიშტიანუ რონალდუმ მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ კლუბის დატოვება გადაწყვიტა, იტყობინება MegaTV.

ამის შესახებ პორტუგალიელმა კლუბის პრეზიდენტს, ფლორენტინო პერესს უკვე აცნობა.

მადრიდელთა ხელმძღვანელობა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ნეგატიურადაა განწყობილი და ფეხბურთელის გაშვებას არ აპირებს.

შეგახსენებთ, რონალდუმ 2016 წლის ნოემბერში "რეალთან" 2021 წლამდე გაახანგრძლივა კონტრაქტი და მისი ყოველწლიური ანაზღაურება 21 მილიონი ევროა.

"სამეფო კლუბმა" ამ წელსაც შესთავაზა პორტუგალიელს ახალი კონტრაქტი, თუმცა ფეხბურთელისგან უარი მიიღო.

აქამდე არსებული ინფორმაციით, არ არის გამორიცხული, რონალდუ "რეალში" ნეიმარმა შეცვალოს.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები