საფრანგეთის ჩემპიონატში ოქტომბრის თვის საუკეთესო ფეხბურთელად ფეკირი დაასახელეს
თარიღი: ნოემბერი 14, 2017, 17:57
"ლიონის" თავდამსხმელი, ნაბილ ფეკირი საფრანგეთის ჩემპიონატის გასული თვის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა, იტყობინება საფრანგეთის ფეხბურთელთა პროფკავშირის პრესსამსახური (UNFP).
24 წლის ფრანგმა საპატიო ჯილდოსთვის ბრძოლაში "პსჟ"-ს თავდამსხმელს, ედინსონ კავანისა და "მარსელის" ნახევარმცველს, ლუიზ გუსტავოს აჯობა.
ფეკირს რესპოდენტთა 39%-მა დაუჭირა მხარი, კავანის 32% ხვდა წილად, ხოლო გუსტავოს - 29%.
ცნობისთვის, "ლიონის" კაპიტანმა ოქტომბერში ოთხი მატჩი ჩაატარა, 4 გოლი გაიტანა და 1 შედეგიანი პასიც გააკეთა.а и сделав 1 голевую передачу.
ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ -
LIVESCORE