დე როსი მთავარი მწვრთნელის ასისტენტს: "რატომ მე? ინსინიე გაიყვანეთ მოედანზე!" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

დე როსი მთავარი მწვრთნელის ასისტენტს: "რატომ მე? ინსინიე გაიყვანეთ მოედანზე!"


დე როსი მთავარი მწვრთნელის ასისტენტს:
იტალიის ეროვნული ნაკრების საყრდენი ნახევარმცველი, დანიელე დე როსი, შვედეთთან შეხვედრაში ჯამპიერო ვენტურას გადაწყვეტილებამ გააოცა და გააბრაზა.

"სკუადრა აძურამ" მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ფლეი-ოფის საპასუხო მატჩში შვედეთის ნარკები "სან სიროზე" მიიღო, უგოლო ფრეს დასჯერდა და 1958 წლის შემდეგ პირველად მსოფლიო ჩემპიონატს მიღმა დარჩა.

მეორე ტაიმის დასაწყისში იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის ასისტენტმა დე როსის გამოცვლა და გახურება სთხოვა, რაც დანიელეს გაუკვირდა და უპასუხა: "მე რატომ უნდა გავხურდე? ჩვენ ფრე არ გვჭირდება, ჩავარდნასთან ახლოს ვართ და გამარჯვება გვჭირდება, ამიტომ თავდამსხმელები გაუშვით მოედანზე."



ამასთან ერთად, ბოლო ფრაზის თქმის შემდეგ დანიელემ ხელი ლორენცო ინსინიესკენ გაიშვირა, რომელიც საბოლოოდ მაინც სათადარიგო სკამზე დარჩა და იტალიის ნაკრები მუნდიალზე ვერ გავიდა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები