იუვენტუსმა ბუფონის შემცვლელს მიაგნო » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

იუვენტუსმა ბუფონის შემცვლელს მიაგნო


იუვენტუსმა ბუფონის შემცვლელს მიაგნო
ტურინის "იუვენტუსი" ბილბაოს "ატლეტიკისა" და ესპანეთის ეროვნული ნაკრების გოლკიპერით, კეპა არისაბალაგათი, დაინტერესდა.

ცნობილი ესპანური გამოცემა "Marca" იტყობინება, რომ "ბებერი ქალბატონის" ხელმძღვანელობა 23 წლის ესპანელ მეკარეში ლეგენდარული ჯანლუიჯი ბუფონის შემცვლელს ხედავს, რომელიც კარიერას 2018 წლის ზაფხულში დაასრულებს.

ტურინულ გრანდს კეპას გადაბირება გაუჭირდება, ვინაიდან "ატლეტიკის" კარის დარაჯს მადრიდის "რეალიც" აკვირდება და ცნობილია, რომ "სამეფო კლუბი" არისაბალაგასთვის ჯერ კიდევ იანვარში აპირებს ბრძოლას.

კეპა არისაბალაგას მოქმედი კონტრაქტი ბასკურ კლუბთან მიმდინარე სეზონის ბოლოს იწურება.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები