დე როსი: "არავის შეურაცხყოფა არ მინდოდა" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

დე როსი: "არავის შეურაცხყოფა არ მინდოდა"


დე როსი:
იტალიის ეროვნული ნაკრების გამოცდილმა ნახევარმცველმა, დანიელე დე როსიმ, შვედეთთან გუშინდელ შეხვედრაში მომხდარი ინციდენტი შეაფასა.

"ვენტურას ასისტენტს უბრალოდ ვუთხარი, რომ მატჩი დასასრულს უახლოვდებოდა, ჩვენ კი გამარჯვების მოპოვება გვჭირდებოდა, ამიტომ თავდამსხმელები უნდა გახურებულიყვნენ. აგრეთვე ინსინიეზეც მივუთითე.

ტაქტიკური თვალსაზრისით ჩემი გადასაწყვეტი არაფერი იყო და ბოდიშს ვიხდი თუ ვინმემ თავი შეურაცხყოფილად იგრძნო. იმ მომენტში უბრალოდ ვფიქრობდი, რომ ინსინიეს შეყვანა უკეთესი იქნებოდა.

ვერ ვიტყოდი, რომ იტალიამ მსოფლიო ჩემპიონატს მიღმა დარჩენა დაიმსახურა. შვედებმა ღირსეულად იასპარეზეს, მაგრამ თამაში სრულიად თანაბარი იყო", - განაცხადა დე როსიმ, რომელმაც გუშინდელი თამაშის შემდეგ სანაკრებო კარიერა დაასრულა.

მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ფლეი-ოფის საპასუხო შეხვედრაში იტალიამ შვედეთი ვერ გატეხა (0:0) და მუნდიალს მიღმა დარჩა. მეორე ტაიმის დასაწყისში კი დე როსი ჯამპიერო ვენტურას ასისტენტს გამოესარჩლა.
ასევე იხილეთ თემაზე:
იტალიის ნაკრები დანიელე დე როსი

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები