მესის მომავალი გარკვეულია! - ლა ლიგის პრეზიდენტმა ოფიციალური განცხადება გააკეთა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

მესის მომავალი გარკვეულია! - ლა ლიგის პრეზიდენტმა ოფიციალური განცხადება გააკეთა


მესის მომავალი გარკვეულია! - ლა ლიგის პრეზიდენტმა ოფიციალური განცხადება გააკეთა
ლა ლიგის პრეზიდენტმა, ხავიერ ტებასმა თქვა, რომ თავდამსხმელმა, ლიონელ მესიმ "ბარსელონასთან" ახალი კონტრაქტი უკვე გააფორმა.

აქამდე არსებული ინფორმაციით, მხარეები შეთანხმებულები იყვნენ, მაგრამ ხელშეკრულება იურიდიულად არ იყო გაფორმებული.

"მესის კონტრაქტი აქვს და ის გახანგრძლივებულია", - ციტირებს ტებასის სიტყვებს Sun.

"კონტრაქტები იმ მომენტიდანაა ოფიციალური, როცა გაფორმდება და არა მაშინ, როცა მასზე საუბრობენ, რომ გაფორმებულია".

"მესიმ "ბარსელონასთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა. თუ არ მატყუებენ, ეს გააკეთა", - დასძინა ესპანეთის ჩემპიონატის ხელმძღვანელმა.

შეგახსენებთ, მესი "ბარსაში" 2004 წლიდან ასპარეზობს. ამ დროის განმავლობაში მან ყველა ტურნირზე ერთად 600 მატჩი ჩაატარა და 523 გოლი გაიტანა.

წინა ხელშეკრულების თანახმად, არგენტინელს კატალონიელებთან თანამშრომლობის ვადა 2017/18 წლების სეზონის ბოლოს ეწურებოდა. ახალი კონტრაქტი 2021 წლის 30 ივნისამდე იმოქმედებს.

ლევან სალუქვაძე: "ცოტა გონზე მოდით და უნამუსობას ნუ აპრავებთ"


კიელინის კურიოზული სიმულაცია შვედეთთან მატჩში


რაგბის კომენტატორი: "საქართველოში მხოლოდ რაგბზე დადის 35 000 მაყურებელი მუდმივად"


რაიო ვალეკანოს ფეხბურთელების წლის ფეირ პლეი


არგენტინასთან მატჩის შემდეგ მოსკოვში სტადიონის დაცლას 1 საათი დასჭირდა


რუმინეთში პენალტი მესისა და სუარესის სტილში გაითამაშეს


კურიოზული ეპიზოდი ფედერერის შეხვედრიდან


ისკო მძიმე ტრავმას გადაურჩა


ასევე, გავიხსენოთ სუარესისა და მესის ულამაზესი პენალტი


ასევე, გავიხსენოთ ბუსკეტსის კურიოზული სიმულაცია

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები