ლაიფციგმა ბენფიკას 16 წლის ტალანტს დაუმიზნა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ლაიფციგმა ბენფიკას 16 წლის ტალანტს დაუმიზნა


ლაიფციგმა ბენფიკას 16 წლის ტალანტს დაუმიზნა
"ლაიფციგი" ლისაბონის "ბენფიკას" უნიჭიერესი თავდამსხმელით, უმარო ემბოლოთი, დაინტერესდა.

ავტორიტეტული გერმანული გამოცემა "Bild" იტყობინება, რომ 16 წლის პორტუგალიელი ვუნდერკინდის საკუთარ გუნდში ხილვა "ხარების" თავკაც რალფ ჰაზენჰიუტლს სურს.

როგორც ჩანს, "ლაიფციგის" ხელმძღვანელობა მზად არის ემბოლოს დასამატებლად 13 მილიონი ევრო გამოყოს, რაც 16 წლის მოთამაშის სანაცვლოდ საკმაოდ სერიოზული თანხაა.

უმარო ემბოლოს, რომელიც პორტუგალიის 17 წლამდელთა ნაკრების მოთამაშეც არის, "მანჩესტერ იუნაიტედის" პორტუგალიელი მთავარი მწვრთნელი, ჟოზე მოურინიოც, აკვირდება.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები