რაუბალი: "ბორუსია კრიზისში არ არის" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

რაუბალი: "ბორუსია კრიზისში არ არის"


რაუბალი:
დორტმუნდის "ბორუსიას" პრეზიდენტი, რაინჰარდ რაუბალი, მიიჩნევს, რომ მისი გუნდი ამ ეტაპზე კრიზისულ მდგომარეობაში არ იმყოფება.

"წარუმატებელი შედეგებისა და მოთამაშეების არც ისე კარგი ასპარეზობის გამო პასუხისმგებლობას თავიდან სულაც არ ვიცილებ. რაც შეეხება დაცვით ფუნქციებს, დაცვაში მთელმა გუნდმა უნდა იმუშავოს.

სამწუხაროდ, "ბორუსიაში" ბოლო პერიოდში დაცვით მოქმედებებში ყველა არ იღებს მონაწილეობას. სწორედ ამიტომ, გუნდის თამაში თითოეულმა ფეხბურთელმა უნდა გააძლიეროს.

ნებისმიერ შემთხვევაში, ვფიქრობ, რომ გუნდი კრიზისში არ არის, ვინაიდან ჩვენ გეგმის მიხედვით მივდივართ და სატრურნირო ცხრილში მეოთხე პოზიციის ქვევით არ ჩამოვსულვართ", - განაცხადა რაუბალმა.

გერმანიის ეროვნული ჩემპიონატის 11 ტურის შემდეგ დორტმუნდელები 20 ქულით მესამე ადგილზე არიან და ბუნდესლიგის ბოლო 4 თამაშში მხოლოდ ერთი ქულა მოიპოვეს.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები