კარვახალი ატლეტიკოსთან ვერ ითამაშებს » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

კარვახალი ატლეტიკოსთან ვერ ითამაშებს


კარვახალი ატლეტიკოსთან ვერ ითამაშებს
"რეალის" მცველი, დანიელ კარვახალი, რომელმაც ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემის გამო თვენახევარი გამოტოვა, ლა ლიგის მე-12 ტურში "ატლეტიკოსთან" 18 ნოემბერს გასამართ მატჩში მონაწილეობის მიღებას ვერ შეძლებს, იუწყება Marca.

ფეხბურთელი ბოლო დღეების განმავლობაში გუნდთან ერთად ვარჯიშობდა, მაგრამ სამწვრთნელო შტაბი გარისკვას მაინც არ აპირებს.

შეგახსენებთ, ბოლოს ესპანელი მოედანზე 26 ოქტომბერს, ჩემპიონთა ლიგის ეგიდით, დორტმუნდის "ბორუსიასთან" (3:1) მოგებულ შეხვედრაში ვიხილეთ.

ოქტომბრის დასაწყისში კარვახალს, რომელმაც ინდივიდუალურად მუშაობა გასული თვის ბოლო რიცხვებიდან დაიწყო, პერიკარდიტი დაუდგინდა.

ამ სეზონში მცველმა ყველა ტურნირზე ერთად 11 მატჩი ჩაატარა, 2 საგოლე პასი გააკეთა და 7 ყვითელი ბარათი მიიღო.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები