რონალდინიო: "კოუტინიო ბარსელონასთვის საუკეთესო არჩევანია" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

რონალდინიო: "კოუტინიო ბარსელონასთვის საუკეთესო არჩევანია"


რონალდინიო:
"ბარსელონას" ყოფილმა თავდამსხმელმა, რონალდინიომ აღნიშნა, რომ კატალონიური კლუბისთვის "ლივერპულის" ნახევარმცველის, ფილიპე კოუტინიოს შეძენა იდეალური ვარიანტია.

ვარაუდობენ, რომ "ბარსა" 25 წლის ბრაზილიელის ტრანსფერზე მუშაობას იანვარში განაახლებს.

"ძალიან გამიხარდებოდა იმის ხილვა, თუ როგორი ნიჭიერი ფეხბურთელი ატარებს იმ მაისურს, რომელიც ამდენი წელიწადი მეცვა", - ციტირებს რონალდინიოს სიტყვებს Sky Sports.

"ჩემი აზრით, მისი სათამაშო სტილი "ბარსელონას" იდეალურად ერგება და გამიხარდება, თუ ასეთი დონის ფეხბურთელი მოირგებს "ბარსელონას" ფორმას".

"ის ფეხბურთი მომწონს, რასაც კოუტინიო თამაშობს. ვიმედოვნებ, მისი ტალანტი ბრაზილიას მომავალი მსოფლიო ჩემპიონატის მოგებაში დაეხმარება", - დასძინა ლეგენდარულმა ბრაზილიელმა.

ამ სეზონში კოუტინიომ "ლივერპულის" მაისურით ცხრა მატჩი ჩაატარა, ხუთი გოლი გაიტანა და ოთხი საგოლე პასი გააკეთა.

ლევან სალუქვაძე: "ცოტა გონზე მოდით და უნამუსობას ნუ აპრავებთ"


კიელინის კურიოზული სიმულაცია შვედეთთან მატჩში


რაგბის კომენტატორი: "საქართველოში მხოლოდ რაგბზე დადის 35 000 მაყურებელი მუდმივად"


რაიო ვალეკანოს ფეხბურთელების წლის ფეირ პლეი


არგენტინასთან მატჩის შემდეგ მოსკოვში სტადიონის დაცლას 1 საათი დასჭირდა


რუმინეთში პენალტი მესისა და სუარესის სტილში გაითამაშეს


კურიოზული ეპიზოდი ფედერერის შეხვედრიდან


ისკო მძიმე ტრავმას გადაურჩა


ასევე, გავიხსენოთ სუარესისა და მესის ულამაზესი პენალტი


ასევე, გავიხსენოთ ბუსკეტსის კურიოზული სიმულაცია

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები