VIDEO: არგენტინა ნიგერიასთან 2:4 დამარცხდა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

VIDEO: არგენტინა ნიგერიასთან 2:4 დამარცხდა


VIDEO: არგენტინა ნიგერიასთან 2:4 დამარცხდა
ამხანაგურ მატჩში არგენტინის ნაკრებმა ნიგერიის ნაკრები მიიღო და 2:4 დამარცხდა.

28-ე წუთზე ანგარიში ევერ ბანეგამ გახსნა, 36-ე წუთზე კი არგენტინელთა უპირატესობა ორამდე სერხიო აგუერომ გაზარდა.

45-ე წუთზე "სიტის" ყოფილმა ფეხბურთელმა იჰენაჩომ გაიტანა, 52-ე წუთზე კი "არსენალის" შემტევმა ივობიმ.

54-ე წუთზე ნიგერია წინ ოდოვუმ გაიყვანა, 73-ე წუთზე კი იოვიბიმ დუბლი გაიფორმა.

ამრიგად, ნიგერიამ მეტოქე 4:2 დაამარცხა.

არგენტინამ შემდეგი 11-ეულით ითამაშა:

მარჩეზინი, მასკერანო, ოტამენდი, პეცელა, პერესი, ლო ცელსო, ბანეგა, პავონი, დი მარია, დიბალა, აგუერო

ცვლილება: ბელუჩი, ბენედეტო, გომესი, ინსუა, პეროტი, რიხონი

მიმოხილვა

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები