ბერნარდესკი: "ეს ტრაგედიაა!" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ბერნარდესკი: "ეს ტრაგედიაა!"


ბერნარდესკი:
ტურინის "იუვენტუსის" ახალგაზრდა ვინგერი, ფედერიკო ბერნარდესკი, იტალიის ნაკრებს მუნდიალს მიღმა დარჩენას გამოეხმაურა.

"ეს ნამდვილად დიდი იმედგაცრუებაა, ვინაიდან ჩვენთვის მსოფლიო ჩემპიონატზე ვერ გასვლა - ტრაგედიაა.

პირველ რიგში მინდა, რომ ჩვენი გუნდის ვეტერანებს მივმართო, რომლებიც ამას ნამდვილად არ იმსახურებდნენ. იტალიის ეროვნული ნაკრების ისტორიის ნაწილმა გუნდი დატოვა, ისინი დიდებული მოთამაშეები იყვნენ, რომელთაც იტალიურ ფეხბურთში წარუშლელი კვალი დატოვეს.

მინდა, რომ მათ მადლობა გადავუხადო. ახლა კი მხოლოდ ჩვენზეა დამოკიდებული თუ რას მიაღწევს იტალიის ეროვნული ნაკრები სამომავლოდ", - განაცხადა 23 წლის იტალიელმა.

შვედეთთან საპასუხო თამაშის (0:0) შემდეგ სანაკრებო კარიერა ერთბაშად ოთხმა ლეგენდარულმა იტალიელმა დაასრულა: ჯანლუიჯი ბუფონმა, დანიელე დე როსიმ, ანდრეა ბარძალიმ და ჯორჯო კიელინიმ.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები